Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ტენესის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიგონეს კომპლექსური, ხელმისაწვდომი მხედველობის შესამოწმებელი მოწყობილობა

ეს გამოგონება ბავშვებისთვის თვალის შემოწმებას უფრო იაფს, ყოვლისმომცველს და მარტივს ხდის.

ბავშვების 85 პროცენტის სწავლა მხედველობასთანაა დაკავშირებული. როგორც სტატისტიკოსები აცხადებენ, შეერთებულ შტატებში, ბაღის ასაკამდე ბავშვების 80 პროცენტს ჯერ–ჯერობით არ ჩაუტარებია თვალთან დაკავშირებული რომელიმე სახის შემოწმება, ან კვლევა. ამგვარი კვლევის ჩატარებისას ჩვეულებრივ ვლინდება ორი გარემოება. 

ტულაჰომაში, ტენესის უნივერსიტეტის სამი მკვლევარი მუშაობს იმისათვის ახალი გამოგონების მეშვეობით თვალის შემოწმების ადმინისტრირება იაფი, კომპლექსური და მარტივი გახდეს.

თვალის შემოწმების დინამიკური სისტემის სახელწოდებით ცნობილი მოწყობილობა დოქტორანტურის კურსდამთავრებულმა ასოცირებულმა მკვლევარმა – ჩენ ლეი შიმ და პროფესორმა ფიზიკის დარგში –  ჯიმ ლიუისმა გამოიგონეს. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ეს ხელსაწყო ერთ დღესაც გამოყენებული იქნება პედიატრიულ კლინიკებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, შემდეგ კი გავრცელდება მოსახლეობის დანარჩენ ჯგუფებშიც.

გამოგონილი მოწყობილობა არის იაფი, მაღალი ხარისხის და მომხმარებელი ოპერატორისა და პაციენტი ბავშვებისთვის ხელსაყრელი. მხოლოდ ათი წუთია საჭირო იმისათვის, რომ მომხმარებელმა მისი გამოყენება ისწავლოს. თვალის შემოწმება ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი უყურებს სამწუთიან მულტფილმს, ან თამაშობს კომპიუტერზე. ინფრაწითელი სხივი გამოიყენება იმისათვის, რომ გაანალიზდეს ბინოკულარული მდგომარეობა და შემოწმების შედეგები ერთ წუთში ხდება ცნობილი. ასეთი შემოწმებისას არც თვალის გაფართოება და არც ვერბალური პასუხი არ არის საჭირო.

ვრცლად: eurekalert.org