Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ღამურა, რომელიც სახეობათა დიფერენციაციის მექანიზმის გაგებაში გვეხმარება

1325845039-71
დარვინის მიერ 150 წელზე მეტი ხნის წინ სახეობათა წარმოშობის შესახებ გამოქვეყნებული ნაშრომის მიუხედავად ბიოლოგები მაინც ვერ იგებენ იმ პროცედურას, რის მიხედვითაც სახეობები ერთმანეთისაგან გამოირჩევიან. ბირმასა და ტაილანდში გავრცელების პროცესში მყოფი ღამურების ორი ცალკეული პოპულაციის შესწავლისას საერთაშორისო ჯგუფმა შეძლო ამოეცნო სახეობათა წარმოქმნის ზოგიერთი მექანიზმი. მისი კვლევა გამოქვეყნდა Nature Communications-ში.

ბიოლოგები აღნიშნავენ, რომ საშუალება, რომლის მიხედვითაც ცხოველები აღიქვამენ გარემოს და ურთიერთობენ მასთან და რომელსაც მეცნიერები „სენსორულ ეკოლოგიას“ უწოდებენ, სახეობათა წარმოშობაში მთავარ როლს ასრულებს. მართლაც, თუ ერთი სახეობის წიაღში პოპულაციის მიერ გაგზავნილი სიგნალები შეცვლილია და მას ვეღარ ცნობენ სხვა პოპულაციის წარმომადგენლები, ეს ორი ჯგუფი აღარ შეერევა ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, სენსორული ეკოლოგიის მიერ შექმნილ სახეობათა წარმოშობის შესახებ ყველაზე მეტად ცნობილ მაგალითებშიც კი მეცნიერთათვის გაურკვეველია, არის თუ არა ამ სიგნალების ცვლილებები პოპულაციათა შორის გენეტიკური ცვლილებების შემცირების შედეგი, ან მიზეზი.
მთელი ეს გაუგებრობა გამოწვეულია იმით, რომ ამ კვლევებში ძირითადად რეტროსპექტულ სიახლოვეს იყენებენ, ანუ მაშინდელს, როცა სახეობათა წარმოშობა მოხდა. იდეალური კი სახეობათა წარმოშობის პროცესის შესწავლა და იმის დანახვა იქნებოდა, თუ როგორ ინტეგრირდებიან ეკოლოგიური, ქცევისა და გენეტიკური კომპონენტები იმისათვის, რომ ერთი სახეობის ორი პოპულაცია საბოლოოდ ორ ისეთ სხვადასხვა სახეობად ჩამოყალიბდეს, რომლებიც ერთმანეთს შორის ვერ მრავლდებიან.

სწორედ ამ ორიგინალურ მიდგომას დაეყრდნენ კვლევის ავტორები, რომლებიც აკვირდებოდნენ მსოფლიოში ყველაზე პატარა ძუძუმწოვრებს, ღამურებს. ღამურები მშვენიერი მოდელები არიან ასეთი სახის კვლევებისათვის იმ მნიშვმენობის გამო, რომელიც მათ გააჩნიათ ცხოვრებაში, მათი ექოლოკაციური სისტემის წყალობით, რომელიც მათ ორიენტირების, კომუნიკაციისა და საკვების მოპოვების საშუალებას აძლევს. ამ აზიური სახეობის ორი პოპულაცია, ბირმისა და ტაილანდის, ერთმანეთისაგან იზოლირებულია და სხვაობას არა თავის მორფოლოგიაში, არამედ იმ ულტრაბგერების სიხშირეში გამოხატავენ, რომლებსაც გამოსცემენ.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.science.gouv.fr/fr/actualites/bdd/res/ 4368/la-chauve-souris-qui-aide-a-comprendre-les-mecanismes-de-differenciation-des-especes/

სამეცნიერო წყარო: The evolution of sensory divergence in the context of limited gene flow in the bumblebee bat, Nature Communications, Sébastien J. Puechmaille, Meriadeg Ar Gouilh, Piyathip Piyapan, Medhi Yokubol, Khin Mie Mie, Paul J. Bates, Chutamas Satasook, Tin Nwe, Si Si Hla Bu, Iain J. Mackie, Eric J. Petit & Emma C. Teeling.



Nature Communications

ჟურნალი Nature Communications წარმოადგენს ცნობილი სამეცნიერო გამომცემლობის Nature Publishing-ის ახალ გამოცემას, რომელიც მხოლოდ ელექტრონული სახით გამოდის და მოიცავს მაღალი ხარისხის მულტიდისციპლინალურ სამეცნიერო შრომებს.

ზოგიერთი სტატიები (ისე, როგორც ზემოთ მოყვანილი სტატია) "ღიაა" ანუ უფასოდ გამოსაყენებელი.

ჟურნალის მისამართია: http://www.nature.com/ncomms/index.html