Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა

     ალგეთის ქუჩა 1–ში  მდებარე ი.გრიშაშვილის სახლ–მუზეუმიც ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შემადგენლობაშია. მუზეუმი ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ ი.გრიშაშვილმა ანდერძით გადასცა სახელმწიფოს. ბიბლიოთეკა შედგება დაახლოებით 100 000 უნიკალური წიგნისგან და დიდ ინტერესს იწვევს მკვლევართა შორის.

     ი. გრიშაშვილმა ანდერძით თავისი დიდი და საინტერესო წიგნადი ფონდი, მრავალფეროვანი არქივი და სხვადასხვანაირი კოლექცია უსასყიდლოდ დაუტოვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას.
ამ ბიბლიოთეკაში დაცულია უძველესი და უნიკალური გამოცემები, დაწყებული ვახტანგ VI–ითა და რომ–კონსტანტინოპოლის სტამბებით, თბილისური სტამბით დამთავრებული.

     ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკის ერთი თავისებურება ისიცაა, რომ აქ თავმოყრილია თბილისური ფოლკლორის გამოცემათა იშვიათი სრული კოლექცია.

     დიდი ღირებულებისაა ბიბლიოთეკის ის ექსპონატი–წიგნები, რომელთა მფლობელნი თავის დროზე ყოფილან ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, ვაჟა–ფშაველა, შიო მღვიმელი, შიო არაგვისპირელი და სხვანი. შემონახულია მათ მეპატრონეთა შენიშვნები, მინაწერები და სხვა სახის აღნიშვნები. წიგნებში მოიპოვება ავტორისეული გასწორებანი, რომელნიც ი. გრიშაშვილს შეუგროვებია თავის ბიბლიოთეკაში,ასეთივე ჩანაწერ–მინაწერ–შენიშვნებიანი თუ ფსევდონიმ–ამოხსნილი ჟურნალები, გაზეთები, ალმანახები, სადეკლამაციო კრებულები – „ჩანგები“ და სხვა მრავალი გამოცემა.