Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ღონისძიება

6 თებერვალს თსუ-ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიხსნება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება, სამეცნიერო ბიბლიოთეკის წიგნთსაცავში დაცული მასალა, მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

მიხეილ თუმანიშვილი - 6 თებერვალს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დამაარსებელს, რეჟისორსა და თეატრის თეორეტიკოსს, მიხეილ თუმანიშვილს დაბადებიდან 91 წელი შეუსრულდებოდა.

ბესიკი - ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე - გარდაცვალება - ბესიკი (ნამდვილი გვარი და სახელი - ბესარიონ ზაქარიას ძე გაბაშვილი ) (დ. 1750, თბილისი — გ. 24 იანვარი/6 თებერვალი, 1791, ქ. იასი, რუმინეთი), ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე. თეიმურაზ II-ის კარის მოძღვრის ზაქარია გაბაშვილის ვაჟი.

ახალი ზელანდიის დღე - ახალი ზელანდია (ინგლ. New Zealand), მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთდასავლეთ ნაწილში, მდებარეობს ორ უდიდეს კუნძულზე, ამ კუნძულებს უწოდებენ: ჩრდილო კუნძული და სამხრეთ კუნძული, ქვეყნის დედაქალაქია ველინგტონი (ინგლ. Wellington). ახალი ზელანდიის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 4,315,800 ადამიანს (2009 წლის მონაცემებით). ქვეყანა არის კონსტიტუციური მონარქიის და დემოკრატიული პარლამენტის პრინციპზე აგებული და შედის განვითარებული ქვეყნების სიაში.

ლაპლანდია: ლაპონების (საამების) ეროვნული დღე - ლაპლანდია (საამთა ენაზე Sápmi, Sámeednam, ფინურად Lappi, შვედურად Lappland და ნორვეგიულად Lapland) — ტრადიციულად საამებით (ლოპარებით, ლაპლანდებით) დასახლებული კულტურული რეგიონის დასახელება. მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში (ფენოსკანდინავიის ჩრდილოეთი). ლაპლანდია ერთიანი სახელმწიფო არასდროს ყოფილა; დღესდღეობით ის დანაწილებული აქვს ოთხ სახელმწიფოს, ესენია: ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი და რუსეთი.

გრენადა - დამოუკიდებლობის დღე - გრენადა (ინგლ. Grenada ) – კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შედის მცირე ანტილის კუნძულების შემადგენლობაში. დედაქალაქი სენტ-ჯორჯესი. კუნძული 1498 წელს აღმოაჩინა ქ. კოლუმბმა.

ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილ-წერეთელი (დ. 25 აგვისტო/6 სექტემბერი, 1849, თბილისი ― გ. 7 თებერვალი/1932, იქვე), ქართველი საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე - გარდაცვალება

გრიგოლ ალექსანდრეს ძე ბერძენიშვილი (დ. 17 აპრილი, 1909, ბათუმი ― გ. 7 თებერვალი, 1962, თბილისი), ქართველი დრამატურგი. პიესებს აქვეყნებდა 1927 წლიდან. ბერძენიშვილის პირველი მნიშვნელოვანი პიესა "ოქროს ვერძი" დაიდგა 1937 წელს თბილისის სანკულტურის თეტრში. 30-იან წლებში იდგმებოდა ბერძენიშვილის პიესები: "აჭარის მთებში", "სერგო", ჩაძირული ოქრო", "ცეცხლი", "ჩვენი მიწა" და სხვა. 1941 წლიდან თბილისის, გორის, ცხინვალის, ფოთის, მახარაძისა და სხვა თეატრების სცენაზე წარმოდგენილ იქნა ბერძენიშვილის ახალი პიესები: "არწივის ბუდე" (რუსთაველის სახ. თეატრი, თანაავტორი ს. დოლიძე). "სიყვარულის ძალა", "მშვიდობის მტრედები" (1948), "ბედნიერებისაკენ" (1951), "ძველი ჭრილობა" (1952), "კოჭლი მეწისქვილე" (1956), "დაჭრილი არწივი" (1957, მარჯანიშვილის სახ. თეატრი). ბერძენიშვილის პიესებში ასახულია ქართველი ხალხის გმირული წარსული და თანამედროვეობა. მისი თავდადება დიდ სამამულო ომში, ბრძოლა მშვიდობის განმტკიცებისათვის. ბერძენიშვილს ეკუთვნის საბავშვო მოთხრობები "დიდი წიფლის საიდუმლო", "ეგნატეს ცრემლი", "მოწყვეტილი ვარსკვლავი" და სხვა.

აკაკი წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი - გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

შალვა იასონის ძე ამირანაშვილი (დ. 26 მარტი, 1899, ქ. ონი ― გ. 9 თებერვალი, 1975, თბილისი), ქართველი მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის (ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემია) წევრ-კორესპონდენტი (1943), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკამედიკოსი (1955), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1959), პროფესორი (1936), სსრკ მუზეუმების ეროვნული კომიტეტისა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს წევრი (1957). საქართველოს VI და VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

აკაკი გიორგის ძე ბაინდურაშვილი (დ. 10 თებერვალი, 1924, კასპი), ქართველი ფსიქოლოგი. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970). 1951 წელს დაამთავრა თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტი. დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი (1954-1960), თსუ-ის დოცენტი (1960-1968), თსუ ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის კათედრის გამგე (1980-იდან). კვლევით მუშაობას ეწევა ზოგად, საინჟინრო, შემოქმედების, ასაკობრივ და პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. მრავალმხრივ დაამუშავა სახელდების პრობლემა, მისი ზოგადფსიქოლოგიური და საინჟინრო ფსიქოლოგიური ასპექტები, შეიმუშავა მეტყველებითი ნიშნის ფსიქოლოგიური თეორია. ყველა საკავშირო ფსიქოლოგთა ყრილობისა და მრავალი საკავშირო კონფერენციის, ფსიქოლოგთა XIX, XXI და XXII საერთაშორისო კონგრესების მონაწილე. ბაინდურაშვილის მონოგრაფიამ "სახელდების ექსპერიმენტული ფსიქოლოგია" მიიღო თსუ-ის პირველი პრემია (1971)

ნუგზარ შატაიძე (* 9 მარტი, 1944, თბილისი, საქართველო — გ. 10 თებერვალი, 2009,თბილისი, საქართველო), ქართველი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი.

ოთარ ისიდორეს ძე გიგინეიშვილი (დ. 27 სექტემბერი, 1916, ქუთაისი, - გ. 10 თებერვალი, 1990, თბილისი), ქართველი ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, საზოგადო მოღვაწე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1989).

ქრისტეფორე იოსების ძე არეშიძე (დ. 12 თებერვალი, 1906, ქ. ცხინვალი ― გ. 28 დეკემბერი, 1982, თბილისი), ქართველი ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1969; წევრ-კორესპონდენტი 1961). ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1957), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962), პ. მელიქიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1974)

ირანი -რევოლუციის დღე - 1979 წელს ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია აიათოლა ჰომეინის ხელმძღვანელობით, რომლის შედეგადაც ირანში გაუქმდა მონარქია და შეიქმნა ისლამური რესპუბლიკა.

გამოფენა ერთი კვირა გაგრძელდება.