Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ვირტუალური რეალობის უკეთ აღსაქმელად საჭირო ლინზები 2014 წლისთვის ხელმისაწვდომი იქნება


უმცირესი ზომის, ყველანაირი ფერის, მეგაფიქსელის გამოსახულებები, შესაძლებელია, შეიარაღებული ჯარებისთვის გახდეს საბოლოო კომპიუტერული ინტერფეისი, რომელიც სრულიად გამჭვირვალეა და ხელის დახმარების გარეშეც ადვილად გამოიყენება.

სამხედრო დაფინანსების ფარგლებში, მეცნიერებმა შექმნეს კონტაქტური ლინზები, რომლებიც ნორმალურ მხედველობას 3-განზომილებიანი პანორამული გამოსახულების (panoramic images) მეშვეობით აძლიერებენ.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ მათთვის, ვისაც არ სურს ჩვეულებრივი კონტაქტური ლინზების  გამოყენება, სამომავლოდ შექმნილია ახალი ვერსია, რომელიც ლინზების უშუალოდ თვალში იმპლანტირებას გულისხმობს.

ათწლეულების განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების მოდელირების ვიდეო საშუალებები უფრო რთული და კომპლექსური ხდება. გამოსახულებების გადმოცემის ერთ-ერთი თანამედროვე საშუალება კი ვირტუალური რეალობაა –  virtual reality (VR) – სისტემა რომელიც ჩვენს მიერ რეალური სამყაროს ხედვას ცვლის კომპიუტერების მეშვეობით შექმნილი პერსპექტივებით. არსებობს კიდევ ერთი კონცეფცია: რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული შესაძლებლობის – augmented reality (AR) ვიდოე-გამოსახვა, რომელსაც კომპიუტერების მეშვეობით შექმნილი გამოსახულებები რეალური სამყაროს გარემოზე გადმოაქვს.

ჩვეულებრივ, ადამიანის თვალს შეზღუდული აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ აღიქვას მასთან ძალიან ახლოს მდებარე საგნები. კონტაქტური ლინზებს კი აქვს ოპტიკა, რომელიც თვალის უკანა ბადეზე ფოკუსირებას ახდენს, რაც მის მფლობელს შესაძლებლობას უქმნის, რომ უკეთ დაინახოს.

ვრცლად: SCIENTIFIC AMERICAN