Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მეცნიერები ბოიკოტს უცხადებენ ჟურნალების დიდ გამომცემლობას

ხოგჯერ ერთადერთი კენჭის ჩამოგდებაც საკმარისია იმისათვის, რომ ზვავი წამოვიდეს. 21 იანვარს, კემბრიჯის უნივერსიტეტის მათემატიკოსმა, ტიმოთი გოვერსმა (Timothy Gowers) ბლოგზე გამოაქვეყნა ინფორმაცია ("პოსტი"), რომელშიც ხსნიდა მის მიერ გამომცემლობა Elsevier-ის მიერ გამოქვეყნებულ სამეცნიერო ჟურნალებთან დაკავშირებით გამოცხადებული ხანგრძლივი ბოიკოტის მიზეზებს. ეს ფირმა, რომელიცს ჰოლანდიაშია დაფუძნებული 2000-ზე მეტ ჟურნალს ფლობს, მათ შორის ისეთი მაღალი რანგის ჟურნალებსაც, როგორებიცაა Cell და Lancet. მიუხედავად იმისა, რომ 1998 წელს, დოქტორმა გოვერსმა მიიღო ფილდსის მედალი, რომელიც მათემატიკოსებისთვის ნობელის პრემიის ექვივალენტურია, იგი უკმაყოფილოა ამ გამომცემლობით და იმედოვნებს, რომ მისმა ბლოგმა, შესაძლებელია, სხვებიც წაახალისოს, რათა მსგავსი რამ მათაც მოიმოქმედონ.

მისი იმედი გამართლდა. მთელი მსოფლიოს 2700-ზე მეტმა მკვლევარმა, თუ მეცნიერმა უკვე მოაწერა ხელი დოქტორ გოვერსის "პოსტის" შედეგად ინსპირირებული ახალგაზრდა მათემატიკოსის, ტაილერ ნეილონის მიერ შედგენილ ონლაინ-ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც საკუთარ ნაშრომებს Elsevier-ს არ გადასცემდნენ ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად, ან მათ სტატიებში დასაბეჭდად. ონლაინ-ხელისმომწერთა რიცხვი, მათემატიკურ ტერმინს თუ დავისესხებთ, ექსპონენციალურად იზრდება. თუ ეს პირობები შესრულდება, სამეცნიერო გამომცემლობები რევოლუციის მომსწრენი გახდებიან.

ვრცლად: The Economist

 

სტატიაში

სტატიაში ნახსენებია ეს ბლოგი: https://gowers.wordpress.com/2012/01/21/elsevier-my-part-in-its-downfall...