Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

TEDx Tbilisi - TED-ის "გასვლითი" ღონისძიება პირველად საქართველოში

lh3.googleusercontent

ალბათ ბევრი ჩვენი მკითხველი ინტერესით ადევნებს თვალყურს TED-ლექციებს (www.ted.com), რომლებშიც ძალიან საინტერესო ადამიანები ძალიან საინტერესო საკითხებზე საურობენ.

დღეს პირველად ასეთი ლექციების სერია თბილისშიც ჩატარდა. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეს ლამაზი ღონისძიება მის განახლებულ საკონფერენციო დარბაზში შედგა.

TEDxTbilisi დილის 10 საათიდან 6 საათამდე მიმდინარეობდა, მას დაახლოებით 200 ადამიანი დაესწრო. საუბრების პირდაპირი ვიდეოჩვენება ხორციელდებოდა ღონისძიების ვებსაიტზე: http://www.tedxtbilisi.com/

აქვე შეგიძლიათ იხილოთ სრული პროგრამა, ორგანიზატორთა სია, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.

სასიხარულოა, რომ ასეთი პოპულარული და საქვეყნოდ ცნობილი მოვლენა საქართველოშიც ჩატარდა და იმედია ეს ხელს შეუწობს ამ სახის საპრეზენტაციო კულტურის, სამეცნიერო აზროვნებას და ინტერნეტ-კომუნიკაციის ახალ ფორმების განვითარებას.


შეგახსენებთ, რომ ჩვენს საიტზე ხშირად შუქდება ამ ორგანიზაციის (TED-ის) სიახლეები. მათ შორის:

ლექციები TED.com-ზე

ბრაიან გრინი სიმების თეორიაზე

დევდატ პატანაიკი: აღმოსავლეთი და დასავლეთი - მითები და მისტიფიკაცია

ბრაიან კოქსი : რისთვის გვჭირდებიან მკვლევარები

და სხვა.


საინტერესოა აგრეთვე, რომ 29 თებერვალს მოსკოვში გაიმართება TEDx-ის ღონისძიება თემაზე: "თანამედროვე ბიბლიოთეკა დიდ ქალაქში" (შეგიძლიათ იხილოთ მისი პირდაპირი ვიდეოჩვენებაც).