Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

"მკითხველის ბლოგი" : მიგელ დე უნამუნო – “დეიდა ტულა”

მიგელ დე უნამუნო – “დეიდა ტულა” -

საქართველოში ბევრი დეიდა ტულაა, ჩვენთან დის/ძმის შვილების საკუთარივით აღზრდა ჩვეულებრივი რამაა. აქ ბევრი ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით. უნამუნოს ტულაც ასეთი დეიდაა.

თავიდანვე უარს ამბობს პირად ცხოვრებაზე და დის შვილების აღზრდას იწყებს. არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც სხვის ცხოვრებაში ერევიან. დედაც იმიტომ აჩენს ბავშვს, რომ თვითონ მოუაროს. ვერ ვიტან ტულასნაირ ქალებს, ჯერ რომ ვერ გაუგიათ, რა უნდათ, მერე არასდროს იბრძვიან პირადი ცხოვრების ასაწყობად, ამის გამო კი მუდმივად ერევიან სხვის ცხოვრებაში. “კიდევ ერთი შვილი უნდა გააჩინო, აბა ოჯახი რისთვისაა!” – მუდმივად უკიჟინებს დას და ისიც აჩენს შვილებს. მაშფოთებს ისიც, ბავშვების გაჩენის მეტი ფუნქცია რომ ვერ მონახა ამ ცხოვრებაში.

რამიროც ნერვებს – მიშლის ერთი უყვარდა და მეორე მოიყვანა ცოლად. უპრინციპო ადამიანები მაღიზიანებს. როსასაც რაც ბოლოს დაემართა, ტულასა და რამიროს ბრალია. პროლოგს თუ გავითვალისწინებთ, სადაც უნამუნო ესპანურში სიტყვა sororidad-ის (დური) არასრულყოფილ შესატყვისზე წუხს, ალბათ დის გვერდში დგომის ჩვენება უნდოდა, როგორი თავგადადებული შეიძლება იყო. ზნეობრიობა, ოჯახის სიწმინდე. მე კიდევ შურისძიებად აღვიქვი მთელი ეს დავიდარაბა, არაცნობიერ შურისძიებად. იმის გამო, რომ ტულამ საკუთარ თავში რაღაც დათრგუნა, სამაგიერო გადაუხადა დას და სიძეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველას შვილები მან გაზარდა, ოჯახის ერთობის სიმბოლოდ იქცა, მაინც. უბრალოდ არ მესმის ასეთი ადამიანების, თორემ უნამუნო ისე წერს, მე რომ მიყვარს, გემრიელად – სხარტი და მოქნილი წინადადებებით.

ერთი სიამოვნებაა მოთხრობების კითხვაც. “დონ სანდალიოს, მოჭადრაკის ნოველა”  განსაკუთრებით მომწონს. კაცი, რომელიც ადამიანურ სისულელებს გაექცა და მოჭადრაკე დონ სანდალიო იპოვა.

“სისულელეებს პირდაპირ აფრქვევენ ახალგაზრდებიცა და მოხუცებიც, სულელებიცა და ჭკვიანებიც . იმ ხალხზე მოგახსენებ, ვისაც ჭკვიანად მოაქვს თავი – აკი სწორედ ისინი ამბობენ და სჩადიან კიდეც სისულელეებს… სულელთა შორის ყველაზე სულელი ისაა, ვისაც თავის სიცოცხლეში სისულელე არც უთქვამს და არც ჩაუდენია.”

ყველას თავისი მოჭადრაკე ჰყავს ამ ცხოვრებაში, ადამიანი ვისააც გამოიგონებ (ან რეალურად არსებობს), ვინც გაინტერესებს, ან უბრალოდ მასთან ჭადრაკის თამაშისას თავს კარგად გრძნობ.

“ავტორი, რომელიც ვითომ სხვათა შორის გვიყვება ამბავს, სინამდვილეში გვიყვება საკუთარს, ოღონდ ეგ არის, თავად სრულიად განსხვავდება თავისი თავისგან როგორიც სინამდვილეშია, ანდა ჰგონია, რომ ასეთია,”

მიგელ დე უნამუნო

და ეპილოგი, სადაც კიდევ ერთხელ ახსნილია, რომ ნოველა ნოველისთვის მხოლოდ მისი მკითხველისთვის დაიწერა და რომ სიუჟეტი მხოლოდ მიზეზია ნოველის შექმნისა, სინამდვილეში მწერლებს თვითონ მკითხველები სთავაზობენ ფაბულას.

აქ საოცარი აღტკინება გიპყრობს, მკითხველი რომ გქვია.

უნამუნოს გმირები რომ რეალურები არიან ამ კრებულის ბოლო მოთხრობა “ღარიბი მდიდარი კაცი ანუ ცხორების კომიკური გრძნობაც” ადასტურებს. ემეტრიოებიც ბევრია ჩვენთანაც. რისთვის აგროვებენ ფულს რომ არ იციან, მერე ვერ იღებენ გადაწყეტილებას, გვიან რომ აღმოაჩენენ თურმე უყვართ, მერე კიდევ ვინ როდის დასცინის, ვერ ხვდებიან.

უნამუნო ჩვენებურ პრობლემებზე წერს. მისი ბიოგრაფია კიდევ ცალკე ნოველაა

  [საიტიდან "მკითხველის ბლოგი"]