Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კიბერკონტროლი უსაფრთხოებაზე ზრუნვის მოტივით

"ნეტგაზეთი" 2012-02-14 – თაზო კუპრეიშვილი


სამომავლოდ მნიშვნელოვან კერძო და სახელმწიფო დაწესებულებების ინფორმაციულ უსაფრთხოებას თუ პრობლემები შეექმნება, მის მოგვარებაზე სახელმწიფო იზრუნებს. ხარვეზის აღმოფხვრისას კი მისთვის ხელმისაწვდომი იქნება კომპიუტერულ სისტემაში დაცული ინფორმაცია.

საქართველოს პარლამენტის ურმავლესობის წევრებმა აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად პარლამენტში წარმოადგინეს კანონპროექტი ”ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ.” კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო იზრუნებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებების ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვაზე. დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე კი, შესაძლოა, სახელმწიფოს მიეცეს უფლება, კერძო კომპანიების კომპიუტერულ სისტემებში დაცულ ინფორმაციაზე მიუწვდებოდეს ხელი.

პარლამენტარების - კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი პარლამენტში გასულ კვირას დარეგისტრირდა, თუმცა პირველი მოსმენა ჯერ არ გამართულა.

სპეციალისტთა ნაწილი კანონპროექტს ”ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” ბუნდოვანს და გაურკვეველს უწოდებს და მიიჩნევს, რომ თუ მას ამჟამინდელი ფორმით მიიღებენ,  კერძო ორგანიზაციების კომპიუტერულ სისტემებში დაცული მრავალი სახის ინფორმაცია ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას ერთიანი სისტემა, რომლის საშუალებითაც ქვეყანა ერთობლივი ძალებით გაუმკლავდება კიბერსაფრთხეებს.

 

ვრცლად: http://netgazeti.ge/GE/93/News/8271/.htm