Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

იაპონია საქართველოს მოქალაქეებს კიბოს მკურნალობის განსხვავებულ მეთოდს სთავაზობს

იაპონია საქართველოს მოქალაქეებს კიბოს მკურნალობის განსხვავებულ მეთოდს სთავაზობს -

დასხივება ნახშირბადის (კარბონის) იონით - კიბოს მკურნალობის ამ მეთოდისა და მისი ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია დღეს, იაპონიის სახელმწიფო დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოში ონკოლოგიის სფეროში მომუშავე მედიკოსებს მიაწოდეს.

მცირე დროში მეტი ეფექტი - ასე უწოდებენ იაპონელი მედიკოსები ნახშირბადის იონის დასხივებით კიბოს მკურნალობას, რომელსაც, მათი თქმით, სხვა სხივური თერაპიებისგან განსხვავებით მეტი უპირატესობა აქვს.

იაპონელთა წარმოდგენილი სტატისტიკით, მაგალითად, ფილტვის კიბოს პირველი სტადიის მკურნალობას ნახშირბადის იონით, ერთდღიანი თერაპია სჭირდება.

„ჩვენ წლების მანძილზე ბიოლოგიური კვლევებით დავადასტურეთ კარბონ (ნახშირბადის) თერაპიის უპირატესობა,“-ამბობს კოჯი ფუჯიმოტო, იაპონიის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ჯანდაცვის სერვისების განყოფილების ხელმძღვანელი.

იაპონიის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა თქმით, იაპონიაში სიკვდილობiს 50% კიბოთი არის გამოწვეული, ამიტომ, მათივე განმარტებით, სხვადასხვა, კიბოსთან დაკავშირებულ კვლევაზე და მისი მკურნალობის მეთოდებზე წლების მანძილზე მუშაობენ.

"კარბონის იონით დასხივება - ეს ტერმინი თავად აშშ-ს და სხვა დასავლური ქვეყნებისთვისაც ახალია. იაპონია კი, ამ მეთოდს უკვე ნერგავს. ჩვენთვის, ონკოლოგებისთვის საოცარი ციფრებია მოცემული. თუ საქართველოში კუჭის კიბოთი დაავადებულთა, დაახლოებით, 15% გადარჩება, იაპონიაში გადარჩენილთა რიცხვი ამ მეთოდით, 60%-ია. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ჩვენთან ეს დიაგნოზი და რას ნიშნავს იაპონიაში,“ - ამბობს თეიმურაზ ქემოკლიძე, მედიცინის დოქტორი, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის თანამშრომელი.

ყველაზე დიდი წარმატება აღნიშნული მეთოდით, იაპონიას კუჭ-ნაწლავის კიბოს მკურნალობის თვალსაზრისით აქვს. თუმცა, არსებობს კიბოს რიგი სახეობები, რომლის ამ მეთოდით მკურნალობა ჯერ კვლევების პროცესშია, მაგალითად - ტვინის კიბოს.

კარბონის იონით დასხივების ღირებულება იაპონიაში, დაახლოებით, 40 000 აშშ დოლარია.

თუ სხვა ქვეყნიდან მკურნალობის ჩატარების მიზნით პაციენტი იაპონიაში გაემგავრება, აღნიშნულ თანხას ტრანსპორტირებისა და სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის საფასურიც ემატება.

«Medical Excellence JAPAN» (MEJ) - ეს არის ორგანიზაცია, რომელიც იაპონიაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ პაციენტებს მკურნალობით უზრუნველყოფს.

საქართველოში აღნიშნულ კომპანიასთან კავშირი საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრს აქვს.

ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ, პაციენტთა რიცხოვნობით საქართველო მესამე ადგილზეა, საიდანაც იაპონიაში სამკურნალოდ პაციენტები მიდიან. როგორც  საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ცინცაძე ამბობს, საქართველოდან იაპონიაში ჩასულ პაციენტებს დღეს უკვე რეალური შედეგი აქვთ.

იაპონიის სახელმწიფო დელეგაციის წევრები აღნიშნავენ, რომ ენის ბარიერის გამო, იაპონიაში ჩასულ პაციენტებს პრობლემა ექმნებოდათ, ამიტომ ცალკე ორგანო ჩამოყალიბდა, რომელიც ამ საკითხსაც აგვარებს.

თუმცა, როგორც საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, საქართველოს მოქალაქეები აღნიშნული მეთოდით მკურნალობას საქართველოშიც შეძლებენ.

"ეს არის პირველი დიდი ნაბიჯი იაპონიისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დაკავშირებისთვის. მათი სამედიცინო ტექნოლოგიები იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომი, არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ საქართველოშიც, ჩვენი კლინიკის მეშვეობით. ეს იქნება ბევრად მისაღები თანხები, ვიდრე იმ შემთხვევაში, რომ პაციენტი წავიდეს იაპონიაში. კლინიკა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გავხსენით, დისტანციურ დიაგნოსტიკას და შემდეგ უკვე ამ მეთოდით მკურნალობასაც ითვალისწინებს,"- ამბობს გოჩა ცინცაძე.

წყარო: [netgazeti ]