Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ინფორმაციის მენეჯერებს სერტიფიკატები გადაეცათ

5 ივლისს 15:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ოცდაათამდე სხვადასხვა ბიბლიოთეკის თანამშრომელს "ინფორმაციის მართვის" საზაფხულო სკოლის სერტიფიკატი გადაეცა.

2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნების ბიბლიოთეკების თანამშრომლებმა "ტემპუსის" პროექტის ფარგლებში ილიას უნივერსიტეტში ინფორმაციის მენეჯმენტის კურსი გაიარეს. პროექტის მიზანი საქართველოში, სომხეთსა და უზბეკეთში საინფორმაციო მეცნიერების განვითარებაა.

სასწავლო კურსს უძღვებოდნენ ექსპერტები ბარსელონას, პარმასა და ტემზ ველი უნივერსიტეტებიდან, ასევე რეზეკნას უმაღლესი განათლების ინსტიტუტიდან. კურსის ძირიტადი თემები იყო: ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა და გამოყენება; საბიბლიოთეკო და საინფორმაციო სერვისების მარკეტინგი; საბიბლიოთეკო საქმე; არქივებისა და ტექნოლოგიების საფუძვლების კომბინირება.

პროექტში ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას წარმოადგენდა 3 თანამშრომელი, ხოლო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას წარმოადგენდა 5 თანამშრომელი - მაია სიმონიშვილი, თამთა შარაშიძე, თამთა წუწუნავა, რუსუდან ასათიანი და მაკა ალანია. მათ საზაფხულო სკოლის სერტიფიკატები აიღეს.

[საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა - სიახლეები]