Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ჰადრონის დიდი კოლაიდერის (LHC) ენერგიის მატება მეცნიერებს დაეხმარება "ჰიგსის ბოზონის" მოძიებაში

Control room at Cern

ჰადრონის დიდ კოლაიდერთან მომუშავე ორმა ჯგუფმა იხილა მინიშნებები, რაც შესაძლებელია, კარგი მტკიცებულება აღმოჩნდეს იმისა, რომ ეს სწორედ ჰიგსის ბოსონია (ელემენტარული ნაწილაკი კვანტური ნაწილაკების ფიზიკაში).

მეცნიერები ჰადრონის დიდ კოლაიდერში გაზრდიან ენერგიას – პროტონების სახელწოდებით ცნობილი სუბ-ატომური ნაწილაკების შეკრული ჯგუფისა, რომლებიც ერთმანეთს ეჯახებიან.

ენერგიის მატება გაზრდის კოლაიდერის შესაძლებლობებს, რათა აღმოაჩინოს „ახალი ფიზიკა“ და საბოლოოდ დაამტკიცოს, ან უარყოს "ჰიგსის ბოზონების" ნაწილაკების არსებობა.

პროტონების სხივების ენერგია ტოტალური კოლიზიისათვის 14 %-ით გაიზრდება,  რაც  8 მილიარდ ელექტრონულ ვოლტს შეადგენს.

ზემოთ მოხსენიებული ენერგიის ზრდა კოლაიდერში აქამდე არსებული მაღალი ენერგიის რეკორდს მოხსნის.

მას შემდეგ, რაც 2008 წელს კოლაიდერი პირველად ჩართეს, ოპერატორებმა სიფრთხილით გაზარდეს პროტონების თითოეულ ნაკადში (კონაში) არსებული ენერგია, რომელიც საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვრის ქვემოთ მდებარე 27 კმ. კოლაიდერის გარშემო გავრცელდა.

კოლაიდერის შემდგომი ჩართვისას, ენერგიის მომატების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მიმდინარე წელს, ჰადრონის დიდი კოლაიდერის საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე შამონიქსში, საფრანგეთში.

ვრცლად: BBC NEWS SCIENCE & ENVIRONMENT