Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი ტექნიკა უცხო პლანეტებზე სიცოცხლის საძებნელად

earth_moon
ჟურნალ „Nature“-ში გამოქვეყნებული ევროპის კოსმოსური ობსერვატორიის (ESO) კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ შემუშავებულია ახალი ტექნიკა, რომელიც იმის განსაზღვრის საშუალებას იძლევა, არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის გარდა სხვა პლანეტებზეც.
ეს ახალი სისტემა ეფუძნება მთვარეზე ასახულ დედამიწის ანარეკლის ანალიზს, რომელიც 2011 წლის 25 აპრილს და 10 ივნისს იყო განხორციელებული.
„კოსმოსიდან მიღებული დედამიწის ატმოსფეროს სპექტრის ინტენსივობის სუსტი გარჩევადობა სიცოცხლის ("ბიოავტოგრაფი") ძლიერ ნიშნებს ავლენს, ისეთს, როგორიცაა მოლეკულური ჟანგბადი, ან მეთანი“.
სამეცნიერო ჯგუფი იყენებს "ძალიან დიდ ტელესკოპს"  (Very Large Telescope –VLT), რომელიც ჩილეში ატაკამას უდაბნოშია მოთავსებული მთვარეზე დაკვირვებისათვის, რომელსაც „გიგანტური სარკის“ ეფექტი აქვს ჩვენი პლანეტის სინათლის ნაწილობრივი არეკვლის გამო. ეს იმ მიზნით ხორციელდება, რომ მოიძებნოს რაიმე ინდიკატორი, როგორიცაა ატმოსფეროში აირის ზოგიერთი კომბინაცია, რომელიც სიცოცხლის ნიშნადაა მიჩნეული, განმარტავს El Mundo.
გარდა ამისა, რომ როდესაც სინათლის ტალღა უფრო გრძელია, ხდება პლანეტის არეკლადობის სწრაფი ცვლილება, ეს კი მცენარეთა არსებობის ნიშანია:
 „უფრო მოკლე ტალღების არსებობისას ქლოროფილი ძლიერად შთანთქავს სინათლეს და ამ დროს პლანეტები მცირეოდენ სინათლეს აირეკლავენ. 700 ნმ-ზე მაღლა კი ქლოროფილი არ შთანთქავს სინათლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოთლებს შეუძლიათ აირეკლონ მზის სინათლის უფრო მნიშვნელოვანი წილი სამყაროდან“.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

 

წყარო: Nature (ინგლ.)