Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ფუკუშიმა – ტოკიოს ევაკუაცია გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო

tokyo-530x351
დამოუკიდებელი კვლევის მიხედვით, რომელიც ორშაბათს, 27 თებერვალს გამოქვეყნდა New York Times-ში, ირკვევა, რომ იაპონელი ავტორიტეტები მალულად გეგმავდნენ 35 მილიონი მაცხოვრებლის ევაკუაციას ტოკიოს აგლომერაციიდან ფუკუშიმას სადგურზე კონტროლის დაკარგვის საფრთხის შემთხვევაში. უნივერსიტეტის ოცდაათი პროფესორის, ჟურნალისტებისა და ტურისტებისაგან შემდგარი დამოუკიდებელი კომისია Rebuild Japan Initiative Foundation ექვსი თვის განმავლობაში იკვლევდა, თუ როგორი იყო იაპონიის ადმინისტრაციის რეაქცია ატომური კრიზისის დროს.

კვლევამ აჩვენა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მთავრობას არ ჰქონდა ინფორმაცია n° 4 რეაქტორის  სახიფათიო აუზების გაცივებული მდგომარეობის შესახებ. როგორც ამას ხაზგასმით აღნიშნავს იუკა ჰაიაში Wall Street Journal-ის სტატიაში, ეს იმის მაჩვენებელია, რომ , მუხედავად მოჩვენებითი სიმშვიდისა, რაც მსოფლიო მოსახლეობის დასაწყნარებლად იყო საჭირო, იაპონიის მთავრობა, უარესის მოლოდინში, პანიკაში იყო. კატასრტოფის სცენარის საბოლოო მომენტად მას ქალაქის ნგრევა ჰქონდა წარმოდგენილი. იუკო ედანომ, რომელიც მთავრობის წარმომადგენელი იყო 2011 წლის 11 მარტის მიწისძვრისა და ცუნამის მიერ გამოწვეული კატასტროფის დროს, განუცხადა მკვლევარებს: „მე ჯოჯოხეთურ სცენარზე ვფიქრობდი“, როდესაც ატომური რეაქტორები ერთმანეთის თანმიმდევრობით აფეთქდებოდნენ. „ეს თუ მოხდება, ტოკიო გაქრება“, –აი, რას ფიქრობდა იგი. 

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://bigbrowser.blog.lemonde.fr/2012/ 02/28/fukushima-levacuation-de-tokyo-aurait-ete-envisagee/#xtor=RSS-32280322