Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საქართველო განათლების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს

საქართველო განათლების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს -
Gamofena%20-%203.3.12
3 და 4 მარტს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012-ი იმართება, სადაც ევროპის საგანმანათლებლო ინსტიტუტები მათ სტანდარტებზე, კურსებზე, საცხოვრებელ პირობებსა და დამატებით აქტივობებზე სრულ ინფორმაციას წარმოადგენენ. გამოფენაში მონაწილე სკოლების მიზანია პოტენციურ სტუდენტებთან შეხვედრა და მათი მოზიდვა. გამოფენას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გაეცნო.
საერთაშორისო გამოფენა 2012-ი 2 მარტს ბათუმში გაიხსნა და მასში დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის, პოლონეთისა და ჩეხეთის მაღალი დონის უნივერსიტეტები, კოლეჯები, სკოლა-პანსიონები და ენის სკოლები მონაწილეობენ.
გამოფენა მონაწილეებს საშუალებას აძლევს   წარმოაჩინონ თავიანთი სკოლა, კოლეჯი, ინსტიტუტი და პირადად შეხვდნენ პოტენციურ კლიენტებს. საქართველოს მოქალაქეები და მათი მშობლები კი, პირადად ხვდებიან და ესაუბრებიან ამა თუ იმ სკოლის წარმომადგენლებს, დეტალურად ეცნობიან ინსტიტუტში ჩარიცხვის პროცედურებსა და სტიპენდიების მოპოვების გზებს. იგებენ უახლეს ინფორმაციას ენის სკოლებზე, საზაფხულო კურსებზე, სკოლა–პანსიოენებსა და უმაღლეს სასწავლებლებზე.
საერთაშორისო გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და  მას კომპანია ”UK Bridge-სწავლა საზღვარგარეთ” უკვე მეორე წელია მასპინძლობს.
[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]