Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მიხეილ ღანიშაშვილის ახალი წიგნის "სულის ყვავილების" წარდგინება

30/03/2012 - 18:00
30/03/2012 - 20:00
Etc/GMT+4

a15936
ეროვნული სამეცნიერო​ ბიბლიოთეკი​ს საკონფერენ​ციო დარბაზი

 

2012 წელი, 30 მარტი, პარასკევი
 
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი
 
კავშირ - პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" მუდმივმოქმედი "ლიტერატურული სემინარების" მორიგი შეხვედრა
 
მიხეილ ღანიშაშვილის ახალი წიგნის "სულის ყვავილების" წარდგინება
 
დასაწყისი: 18 საათი და 00 წუთი
 
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N 1, კორპ. 4 (მეტრო "პოლიტექნიკური", სპორტის სასახლის მიმდებარედ, გეოფიზიკის ინსტიტუტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ახლოს. მეტი სიზუსტისთვის: ლინკი ბიბლიოთეკის განლაგების გენგეგმით -http://www.sciencelib.ge/​node/64)
 
დასწრება თავისუფალია

გთხოვთ მობრძანდეთ!
 
ავტორი: ილტოსპირელი – მიხეილ ღანიშაშვილი
 წიგნის დასახელება: სულის ყვავილები (ლექსები და პოემები)
 რედაქტორი და წინასიტყვის ავტორი: ინგა მილორავა
 რეცენზენტი: ტრისტან მახაური
 კორექტურა: ბელა ქისტაური
 კომპიუტერული უზრუნველყოფა: პაატა ქორქია
 დიზაინი: ნიკა ხვედელიძე
 ყდა: მუყაო, ფერადი, ლამინირებული
 გვერდების რაოდენობა: 472
 ISBN 978-9941-9242-7-9
 გამომცემლობა: საუნჯე
 
წიგნში შესულია 400–მდე ლექსი და 8 პოემა. ეს არის პოეტის მხატვრული შემოქმედების მეტ–ნაკლებად სრულყოფილი გამოცემა, რომელშიც გაერთიანდა როგორც ადრინდელ გამოცემებში შესული, ისე ბოლო წლების მანძილზე დაწერილი და გამოქვეყნებული ნაწარმოებები. ლექსები და პოემები დალაგებულია თემატური პრინციპით, ციკლების სახით. პოეტი აგრძელებს ქართული კლასიკური პოეზიის ტრადიციულ გზას, უხვად იყენებს როგორც აკადემიურ სალექსო, ისე ე.წ. მთისკილოურ საზომს. წიგნის ღირსებად უნდა ჩაითვალოს მისი თემატური და მხატვრული მრავალფეროვნება, სტილისტური დახვეწილობა, ენობრივი გამართულობა და სიმდიდრე, არქაისტული და დიალექტური ფორმების გაბედული, მაგრამ ზომიერი გამიყენება.
 
„სულის ყვავილები“ მიხეილ ღანიშაშვილის მეშვიდე წიგნია. მიხეილ ღანიშაშვილი დაიბადა ახმეტის რაიონის სოფელ ჭართალაში, მდინარე ილტოს ხეობაში, 1964 წლის 24 მაისს. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები თარგმნილია რამდენიმე უცხო ენაზე. არის მწერალთა დამოუკიდებელ გაერთიანება კავშირ – პოეტურ ორდენ „მარადახალი ქნარის“თავმჯდომარე.