მოდელირებული ომი ირანთან: საიდუმლო სწავლების შედეგები
მოდელირებული ომი ირანთან: საიდუმლო სწავლების შედეგები -
სცენარის მიხედვით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე პირველ შეტევას ისრაელი ახორციელებს. ირანის სავარაუდო პასუხი იქნება იერიში სპარსეთის ყურეში განთავსებულ ამერიკულ სამიზნეებზე, რომლის შედეგადაც, შეიძლება, ჩაიძიროს ამერიკული საბრძოლო გემი. ამერიკელების დანაკარგები, სავარაუდოდ, 200 ადამიანით განისაზღვრა.
როგორც New York Times იუწყება, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ, რომლის პასუხისმგებლობის ზონაშიც შედის მთელი ახლო აღმოსავლეთი, ირანთან სრულმასშტაბიანი ომისა და მისი სავარაუდო შედეგების სიმულაცია სცადა.
გასაიდუმლოებული თამაში დაახლოებით ორი კვირის წინ ჩატარდა. მას Internal Look ეწოდება. გაზეთის ცნობით, სამხედრო სწავლებამ ცხადყო, რომ ისრაელის თავდასხმა ირანზე, რეგიონალურ ომს გამოიწვევს, რომელშიც შეერთებული შტატები ნებისმიერ შემთხევაში იქნება ჩათრეული. სცენარის მიხედვით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე პირველ შეტევას ისრაელი ახორციელებს. ირანის სავარაუდო პასუხი იქნება იერიში სპარსეთის ყურეში განთავსებულ ამერიკულ სამიზნეებზე, რომლის შედეგადაც, შეიძლება, ჩაიძიროს ამერიკული საბრძოლო გემი. ამერიკელების დანაკარგები, სავარაუდოდ, 200 ადამიანით განისაზღვრა.
ვრცლად: [Presa.ge - ინტერნეტ-გამოცემა] 08:19 21.03.2012
[თეა ინასარიძე]
- Irakli-ს ბლოგი
- Login to post comments