Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

Icarus-ის ექსპერიმენტის მეშვეობით გაზომეს ნეიტრინოს სიჩქარე: ნეიტრინოც კი არ არის სინათლეზე უფრო სწრაფი

იტალიის Gran Sasso-ს ლაბორატორიაში წარმოებული ექსპერიმენტის დროს გაზომეს ნეიტრინოს CERN-დან Gran Sasso-მდე მოძრაობის დრო. CERN-დან მომავალი მცირე პულსაციის სინათლის სხივის გამოყენების შედეგად დადგინდა, რომ ნეიტრინო არ აჭარბებს სინათლის სიჩქარეს ორ ლაბორატორიას შორის მოძრაობის დროს. მიღებული შედეგი არ შეესაბამება OPERA-ს მიერ სექტემბერში გამოცხადებულ თავდაპირველ შედეგებს.

„აუცილებელია აბსოლუტური სიზუსტე, ამიტომ Gran Sasso, BOREXINO, ICARUS, LVD და OPERA პულსირებადი სინათლის სხივის მეშვეობით ახალ ექსპერიმენტს ჩაატარებენ მაისში და საბოლოო ვერდიქტს გამოიტანენ“ – აცხადებს CERN-ის კვლევითი ლაბორატორიის დირექტორი – სერჯიო ბერტოლუჩი. გარდა ამისა, Gran Sasso პარალელურად შეადარებს OPERA და LVD-ს ექსპერიმენტების წარმოებისას კოსმოსური სხივების ნაწილაკების მოძრაობის დროს. როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, OPERA-ს ექსპერიმენტი სრული სამეცნიერო ინტეგრირებით ჩატარდა, რადგან კვლევა ფართო საზოგადოების წინაშე, ღიად წარმოებდა და მასში მონაწილეობის მისაღებად დამოუკიდებელი შემფასებლები იყვნენ მოწვეულნი.  აი, მეცნიერები როგორ მუშაობენ“.

ვრცლად: SCIENCE DAILY - SCIENCE NEWS