MICROSOFT-ის „უნივერსალური თარგმნის სისტემა“ საშუალებას მოგცემთ, უცხო ენებზე საკუთარი ხმით იმეტყველოთ
აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეძებდა „უნივერსლურ მთარგმნელს“, რომელიც მებრძოლ ჯარისკაცებს დაეხმარებოდა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაციის საკითხებში.
მეტყველების ინტერპრეტაციისა და აღქმის ინტერფეისის (Siri) შესაძლებლობები მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა MICROSOFT შესაძლებლობები ხომ ამოუწურავია. მის კვლევით ლაბორატორიაში გამოიგონეს ახალი მოდელის პროგრამა, რომელიც ახალი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ე.წ. „უნივერსლური თარგმნის პროგრამის“ შესაქმნელად. იგი სწრაფად გადაიყვანს ერთ ენას მეორეზე და პირიქით. შედეგად, ორ ადამიანს შორის საუბარი შესაძლებელია, წარიმართოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ არცერთ მათგანს ერთმანეთის ენა არ ეცოდინება.
MICROSOFT-ის კვლევითი აღმასრულებლის მიერ 2012 წელს, ახალი ტექნოლოგიების ფესტივალზე წარმოდგენილი ტექნოლოგია 26 ენაზე თარგმნისას ინარჩუნებს მოსაუბრეების ტემბრს, აქცენტსა და ინტონაციას.
ვრცლად: POPSCI
- Login to post comments