Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ნანო-სპირალური კიბეები სინათლის მოდიფიცირებას ახდენს

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა და ლუდვიგ მაქსიმილიანეს სახელობის მიუნხენის უნივერსიტეტმა ხელოვნური დნმ-გან წარმატებით შექმნეს ნანო-სპირალური კიბეები ორიგამი-დნმ-ის მეთოდის გამოყენებით. დნმ-ის სტრუქტურაზე არის ოქროს ცხრა ნაწილაკი, რომელიც ძლიერ ურთიერთქმედებს წრიულად პოლარიზებულ ხილულ სინათლესთან.

რამდენიმე წლის წინ მოხდა დიდი გამოცოცხლება ორიგამი-დნმ-ის ტექნიკის აღმოჩენის გამო. ამ ინოვაციის გამოყენება შესაძლებელია მოცემული ფორმისა და ზომის ნანო-ნაწილაკების შესაქმნელად.

მეცნიერთა ჯგუფმა ლუდვიგ მაქსიმილიანეს სახელობის მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორის – ტიმ ლიდლისა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ფრიდრიხ სიმელის ხელმძღვანელობით, ამჟამად, ოპტიკურად აქტიური დნმ-ის სტრუქტურული შემადგენლობის ნაწილაკებისგან უკვე შექმნეს ნანო-ნაწილაკები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სპეციალური საშუალებებით სინათლის მოდიფიცირებისთვის.

სინათლისა და ნანო-სტრუქტურების შეწყვილებამ შესაძლებელია, ოპტიკური სენსორების ზომა მნიშვნელოვნად შეამციროს სამედიცინო და საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის, თუმცა, ამავე დროს, ამ მეთოდის მეშვეობით ისინი შესაძლებელია, უფრო მგრძნობიარეც გახდეს. მიუხედავად ამისა, 400-დან 800 ნანო-მეტრამდე გადაჭიმული სინათლის ტალღის ზომა გიგანტურია, რამდენიმე ნანო-მეტრის ნანო-სტრუქტურასთან შედარებით.  თეორიულად, როდესაც უმცირესი სტრუქტურის ნაწილაკები ერთად მოქმედებენ სპეციალური საშუალებებით, სულ მცირე ზომის ობიექტებიც კი კარგად ურთიერთქმედებენ სინათლესთან.

ვრცლად: nanodaily.com