Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სკოლის შუა კლასების მოსწავლე ვაჟებმა ელექტრონული წიგნებით სარგებლობის შემდეგ კითხვა უფრო მეტად დააფასეს

კვლევამ ცხადყო, რომ ელექტრონულ წიგნებს უკუ-ეფექტი გააჩნია შუა კლასების მოსწავლე გოგონებზე.

ახალმა ტექნოლოგიამ ვაჟების მოტივირება მოახდინა, გოგონები კი ჩვეულებრივ წიგნებს ამჯობინებენ.

ახალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საშუალო კლასის ვაჟებმა კითხვა ელექტრონული წიგნებით ორთვიანი სარგებლობის შემდეგ უფრო ღირებულ საქმიანობად მიიჩნიეს, ვიდრე მანამდე ფიქრობდნენ.

როგორც კვლევის ავტორმა, დალასის სამხრეთის მეთოდოლოგიური უნივერსიტეტის მეთოდისტმა – დარა უილიამს-როსიმ განაცხადა, ზემოთ აღნიშნული დასკვნა ეფუძნება კვლევას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საშუალო კლასების მოსწავლე კითხვის არცთუისე მოყვარულმა 199-მა ვაჟმა. ისინი ჩართულნი იყვნენ კითხვის გაუმჯობესების შემსწავლელთა კლასის მეცადინეობაში, რომელიც Amazon-ის Kindle-ის ელექტრონული წიგნებით სარგებლობას მოიცავდა.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ელექტრონული წიგნებით სარგებლობამდე და მას შემდეგაც, ვაჟებს მუდმივად გააჩნდათ უფრო მაღალი თვით-შემეცნებისა და წაკითხულის გააზრების უნარი, ვიდრე – გოგონებს. სიმონსის სახელობის საგანმანათლებლო სკოლის და სამხრეთის მეთოდოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორის ასისტენტმა – უილიამს-როსიმ განაცხადა, რომ ელექტრონული წიგნებით სარგებლობის შემდეგ, ვაჟების შეხედულება კითხვასთან დაკავშირებით გაუმჯობესდა მაშინ, როდესაც გოგონების შემთხვევაში პირიქით მოხდა.

ვრცლად: eurekalert.org