Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

იხვნისკარტა დინოზავრებმა გრძელ, ბნელ პოლარულ ღამეებს გაუძლეს

ედმონტოზავრის ძვალი აღმოაჩინეს ალასკაში და გამოიკვლიეს თემფლის უნივერსიტეტში (Temple University).

კეიპთაუნის უნივერსიტეტის, დალასის ბუნებისა და მეცნიერების მუზეუმისა და თემფლის უნივერიტეტის მკვლევარების ბოლოდროინდელი კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 70 მილიონი წლის წინ, არქტიკის განედზე მცხოვრებმა იხვნისკარტა დინოზავრებმა მედგრად გაუძლეს გრძელ, ბნელ პოლარულ ღამეებს, ნაცვლად იმისა, რომ გადასულიყვნენ სამხრეთით მდებარე ტერიტორიებზე.

სამეცნიერო მუზეუმის პალეონთოლოგმა, ენტონი ფიორილიომ ალასკას ჩრდილოეთით მდებარე ფერდობზე წარმოებული გათხრების შედეგად აღმოაჩინა მეზოზოიკუსი ხანის ბოლო პერიოდის (Cretaceous Period) სამარხი. აღმოჩენილი ძვლების უმეტესობა ეკუთვნოდა იხვნისკარტა, მცენარეებით მკვებავ ედმონტოზავრებს, დანარჩენი კი – რქოსან პაჩირინოზავრებს.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს დინოზავრების ძვლების მიკროსკოპული სტრუქტურა, რის შედეგადაც დადგინდა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი პოლარულ რეგიონებში.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ამ სახეობის დინოზავრები სიცოცხლის მანძილზე, ზრდის განმავლობაში, პერიოდულ სახეცვლილებას განიცდიდნენ. „ჩვენი ინტერპრეტაციით, ეს არის სეზონური მახასიათებელი, რადგან როგორც ცნობილია, თანამედროვე ცხოველებში ამგვარი სახეცვლილება შესაძლებელია, განპირობებული იყოს ცვლილებებით კვებაში. თუმცა, მათი სახეცვლილება, ხშირად, სეზონური ცვლილებებითაც არის გამოწვეული“.

მკვლევარები დააფიქრა შემდეგმა საკითხმა: რა იწვევდა დინოზავრებში სტრესულ მდგომარეობას წლის გარკვეულ პერიოდებში. ზამთარში პოლარულ რეგიონებში დარჩენა და მცირე საკვების მიღება, თუ ქვემოთა განედზე გადაადგილება.

მეცნიერებმა, აგრეთვე, აწარმოეს მსგავსი სახეობის იხვნისკარტა დინოზავრის ძვლის მიკროსტრუქტურის კვლევა, რომელიც კანდაში, სამხრეთ ალბერტაში აღმოაჩინეს. თუმცა, მათ არ აღენიშნებოდათ მსგავსი სტრესის არსებობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ დინოზავრებს რეგულარული სახის პერიოდული სტრესები არ გადაუტანიათ.
„ჩვენ შევისწავლეთ ორგვარი დინოზავრის მონაცემები, რომლებიც სხვადასხვა პირობებში იზრდებოდნენ“ – განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა.

ალასკაში აღმოჩენილი ძვლები, ძირითადად, წყალდიდობის ადგილებშია მიკვლეული, იქ, სადაც ადიდებული მდინარეები ჩრდილოეთ ფერდობიდან მოედინება და ასეთ დროს ცხოველები ხშირად მოყვებიან ხოლმე წყალდიდობაში“.

„ამგვარად, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ხანგრძლივი ზამთრის პერიოდის ბოლოს ისინი კვლავ ამ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ, რადგან ისინი რომ ქვემოთა განედიდან გადაადგილებულიყვნენ, წყალდიდობის დროს იქ არ აღმოჩნდებოდნენ“.

„საოცარია იმის წარმოდგენა, თუ რამდენი ინფორმაციაა აღმოჩენილი ძვლის მიკროსტრუქტურაში. დაუჯერებელია ისიც, რომ 70 მილიონი წლის წინანდელი ძვლის კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ პოლარული ჰადროზავრების უმეტესობა ზამთრის სეზონის შემდეგ დაიღუპნენ.“
კვლევა დაფინანსდა ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტით.

ვრცლად: SCIENCE DAILY - SCIENCE NEWS