Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

რატომ არის კვლავ ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობა სამეცნიერო ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების სფეროებში

woman engineer working on circuit board
მეცნიერებისა და ტექნიკის რთულ დარგებში ქალების არასაკმარის წარმომადგენლობას, შესაძლებელია, განაპირობებდეს იზოლირებულობა, დისკრიმინაცია და მისი თანმდევი გენდერული განსხვავებები.

შრი ბოუსი, რომელმაც მიმდინარე წელს Google-ის გლობალურ სამეცნიერო გამოფენაზე გრან-პრი მიიღო, მეცნიერებისადმი სიყვარულს უფროს ძმას – პინაკის უმადლის. ბავშვობაში მას ჩვევად ჰქონდა, უმცროსი დისთვის ესწავლებინა ყველაფერი, რასაც მეცნიერების გაკვეთილზე ასწავლიდნენ. მაგალითად, როგორ მოქმედებენ ატომები.

„ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა, აეხსნა ესა თუ ის კონცეფცია,“ – თქვა მან. „ხელებს გამალებით იქნევდა, ცდილობდა, როგორმე ჩემი გონება ჩასწვდომოდა იმ იდეას, რომ რასაც ვხედავთ და ვეხებით, შექმნილია უმცირესი ნაწილაკებისგან. იგი უაღრესად აღფრთოვანებული იყო და უზარმაზარი ენთუზიაზმი ამოძრავებდა ამ საკითხთან დაკავშირებით.“

შრი ბოუსმა აღმოაჩინა პროტეინი, რომელიც აფერხებს უჯრედების მზარდ რეზისტენტულობას ქიმიოთერაპიული მედიკამენტოზური მკურნალობის მიმართ. მისი ასაკის ჯგუფიდან ხუთ ფინალისტს შორის მდედრობითი ასაკის მხოლოდ ის იყო.
აშშ-ს ეროვნული სამეცნიერო ფონდის – Women, Minorities, and Persons with Disabilities in Science and Engineering ანგარიშის მიხედვით, 2008 წელს, კოლეჯის მამრობითი სქესის პირველკურსელების 41 % გეგმავდა სპეციალიზებას  მეცნიერებისა და ინჟინერიის დარგში,  მდედრობითი სქესის 30 % სტუდენტისგან განსხვავებით.

მეცნიერების ზოგი დარგი მართლაც, უფრო მეტ ქალს იზიდავს, ვიდრე – მამაკაცს. ეს დარგებია: ბიოლოგია და ბიჰევიორული მეცნიერებები. მაგრამ, კომპიუტერული მეცნიერება, ფიზიკა და ინჟინერია უმეტესწილად მამრობითი სქესის პრეროგატივაა.

ვრცლად: Scientific American