Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი ლექსიკონი

mildic

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულ ცენტრში, თავდაცვის ეროვნული აკადემიის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი.

ლექსიკონში შეტანილია თანამედროვე ამერიკული, ბრიტანული და საერთაშორისო საბაზო 9 400 ტერმინი ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა: ტაქტიკა, ოპერაციები, მანევრები, წვრთნები, შენაერთები, პერსონალი, წოდებები, ტრანსპორტი, იარაღი, აღჭურვილობა, ლოგისტიკა და სხვა. ლექსიკონში სამხედრო ტერმინებთან ერთად წარმოდგენილია საავიაციო, საზღვაო, რადიო, ტექნიკური, კარტოგრაფიული, აგრეთვე სამხედრო-პოლიტიკური და ნატოსთან დაკავშირებული ტერმინები.

ლექსიკონში ასახულია რიგი სამხედრო-ისტორიული ტერმინებისა, იმ პირთათვის, რომლებსაც სამხედრო ლიტერატურასთან უწევთ მუშაობა. ლექსიკონში შეტანილია სამხედრო სასაუბრო და სლენგური სიტყვები და გამოთქმები იმ სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რომელთაც უცხოელ კოლეგებთან უხდებათ ურთიერთობა სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო თუ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისას. ლექსიკონში შესულია სამხედრო სფეროში ყველაზე გავრცელებული აბრევიატურები.

აღსანიშნავია, რომ ინგლისურ სიტყვებს და შესიტყვებებს დართული აქვს ტრანსკრიფციები, რაც მათ სწორად წარმოთქმას შეუწყობს ხელს.

შემდგენლები: თინათინ მარგალიტაძე (რედაქტორი), გიორგი მელაძე, გელა ხუნდაძე

კონსულტანტები: გიორგი ყალიჩავა (თავდაცვის ეროვნული აკადემია), რობერტ ხაჩიძე (სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა")

ასისტენტები: მაია დავლიანიძე, სოფიო დარასელია

ვებ დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი