Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მკვდარია, თუ – არა სუპერ-სიმეტრია?

ALICE – ჰადრონის დიდი კოლაიდერის (LHC) ექვსიდან ერთ-ერთი ექსპერიმენტი.

ფიზიკოსთა სურვილების სიაში კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს იმ უდიდეს სქემას, რომელიც მათ გზას გაუკვალავს სიმების თეორიამდე. მაგრამ, თუ რაიმე მტკიცე დასაბუთება არ გაჩნდება, შესაძლებელია, ამ თეორიის პიარს სერიოზული პრობლემები შეექმნას.

უკვე ათწლეულებია ფიზიკოსები ფიქრობენ ელემენტარული ნაწილაკებისგან შემდგარი ჩრდილით მოსილი სამყაროს კონცეფციაზე სახელწოდებით – სუპერ-სიმეტრია. იგი ხსნის იმ საიდუმლოებებს, რომელსაც ნაწილაკების ფიზიკის ამჟამინდელი სტანდარტული მოდელი აუხსნელს ტოვებს, კერძოდ – თუ რა არის კოსმიური ბნელი მატერია. ყველაზე მძლავრი კოლაიდერი,ჰადრონის დიდი კოლაიდერი (LHC), დააფიქსირებს ნებისმიერ ახალ მოვლენას, რომელიც შეცვლიდა არსებული უხილავი რეალობის აღქმას. მიუხედავად იმისა, რომ ძიება მხოლოდ ეს-ეს არის დაიწყო, ზოგიერთი თეორეტიკოსი უკვე კითხვას სვამს: რას შეიძლება წარმოადგენდეს ფიზიკა, თუ სუპერ-სიმეტრია სიმართლეს სრულებით არ შეესაბამება.

თეორიტიკოსებმა ზე-სიმეტრია 1960-იან წლებში შემოიღეს სამყაროში ხილული ორი ძირითადი სახეობის ნაწილაკების – ფერმიონებისა და ბოზონების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. უხეშად რომ ვთქვათ, ფერმიონები მატერიის შემადგენელი ნაწილაკებია (ელექტრონები, რომლებიც კვინტესენციურ მაგალითს წარმოადგენენ), ხოლო – ბოზონები ფუნდამენტალური ძალის მატარებლები არიან (ფოტონი – ელექტრომაგნეტიზმის შემთხვევაში). სუპერსიმეტრია ყველა ბოზონს ძლიერი „სუპერ-პარტნიორი“– ფერმიონით უზრუნველყოფს, ასევე, ყველა ფერმიონს ჰყავს ძლიერი „სუპერ-პარტნირი“ ბოზონის სახით. „ეს არის შემდგომი წინგადადგმული ნაბიჯი სამყაროს საბოლოო წარმოდგენამდე, რომელშიც ყველაფერი სიმეტრიული, ამავე დროს – ლამაზია“ – აცხადებს მიხაილ პეშკინი, SLAC-ის ეროვნული აქსელერატორული ლაბორატორიის თეორიტიკოსი.

ვრცლად: SCIENTIFIC AMERICAN