Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

OlimpiadaDajildoeba%20-%2017.5.12

სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ -

17.05.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 95 მოსწავლე ფულადი პრემიებითა და სიგელებით დაასაჩუქრა. ოლიმპიადაში ოთხმა მოსწავლემ ერთდროულად ორ საგანში გაიმარჯვა, მინისტრმა მათ ფულად ჯილდოსთან ერთად, პერსონალური კომპიუტერები გადასცა:
1.გიორგი ცხაკაია -  პირველ ადგილზე გავიდა გეოგრაფიასა და ისტორიაში (რაზმაძის სახ. ქუთაისის №41 საჯარო სკოლა).
2.ნიკა საბაშვილი - პირველ ადგილზე გავიდა გეოგრაფიაში,  მეორეზე -ბიოლოგიაში (სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლა);
3.გიორგი სხირტლაძე - პირველ ადგილზე გავიდა მათემატიკაში, მეორეზე - ინფორმატიკაში (კომაროვის ფიზიკა - მათემატიკური სკოლა);
4.გურამ ლობჟანიძე - მეორე ადგილზე გავიდა ბიოლოგიაში,  მესამეზე - გეოგრაფიაში ("მომავლის სკოლა");
ფულადი ჯილდოები გადაეცათ წარმატებული მოსწავლეების სკოლებსაც.
2011-2012 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში  პირველ ადგილზე გასულ 32 მოსწავლეს - თითოეულს 1000 ლარი გადაეცა; მეორე ადგილზე გასულ 32 მოსწავლეს - თითოეულს 700 ლარი; მესამე ადგილზე გასულ 31 მოსწავლეს - თითოეულს 500  ლარი. სკოლების რეიტინგის მიხედვით  პირველ ადგილზე გასულ 9 სკოლას თითოეულს 5000 ლარი  გადაეცა; მეორე ადგილზე გასულ 9 სკოლას-თითოეულს 4000 ლარი; მესამე ადგილზე გასულ 9 სკოლას - თითოეულს 3000 ლარი.                                            
2012 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში  უპრეცედენტო რაოდენობა - 265 000 მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან მეორე ტურში 52 610 მოსწავლე გადავიდა, ხოლო მესამეში - 2293. ოლიმპიადის შესარჩევი, პირველი ტური უშუალოდ სკოლებში, ჩატარდა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე და მესამე ტური სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა  ჩაატარა, მეორე ტური 65 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 91 სკოლაში მიმდინარეობდა.
ეროვნული სასწავლო  ოლიმპიადა ყოველწლიურად  შემდეგ საგნებში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა. ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი ხდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას.
ყოველწლიურად იზრდება ოლიმპიადებში მონაწილე მოსწავლეთა რიცხვი და  მათი მომზადების დონე, რაც ზრდის კონკურენციას. გამარჯვებული მოსწავლეებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები ტრადიციულად, საერთაშორისო ოლიმპიადებიდანაც გამარჯვებული ბრუნდება.
[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]