Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ადამიანთა უძველესი წინაპრების დაავადებები

By S.E. Gould | May 12, 2012

ადრეც დავწერე სტატია გამყინვარების ეპოქაში არსებული უძველესი დაავადებების შესახებ. თუმცა, ამჟამად, დავუბრუნდები გაცილებით უფრო ადრინდელი პერიოდის დაავადებებს, რომლებიც პირველ, ადამიანების მსგავს ჰომინიდებს აწუხებდათ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფექცია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ადამიანები დასახლდნენ და ცხოველები მოიშინაურეს, მათი წინაპრები გაცილებით ადრეულ პერიოდში უკვე ებრძოდნენ ბაქტერიებსა და საზარელ დაავადებებს. ზოგი ამ დაავადებათაგანი დღესაც არსებობს.

ამგვარად, როგორ ვიწყებთ ბაქტერიების ასაკის კვლევას და ვცდილობთ, აღმოვაჩინოთ, როდის წარმოიშვნენ ისინი, როგორც ადამიანების დამაინფიცირებელი სახეობები? მათი ასაკისა და წარმოშობის საძიებლად ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს ბაქტერიების დნმ-ის შესწავლა და მუტაციის დონის შემოწმება, რამაც მცირე

ცვლილება გამოიწვია ბაქტერიის სახეობებზე (ერთადერთი ნუკლეოტიდის პოლიმორფიზმი ნაჩვენებია ქვემოთ სურათზე). შესაძლებელია, აგრეთვე, ე.წ. „ფსევდოგენების“ დადგენაც ბაქტერიებში  – ვირუსული დნმ-ის, ან ბაქტერიული გენების მცირე ოდენობა, რომლებიც ბაქტერიების „ცხოვრების სტილის“შეცვლის გამო ზედმეტი აღმოჩნდა და გამოთავისუფლდა (მაგალითად: გარეთა უჯრედების ბაქტერიულმა გენებმა დაიწყო რღვევა და განიც

ადა მუტაცია, რადგან ბაქტერიებმა შეიცვალა ფუნქციები და შიდაუჯრედებში გადაინაცვლა). ამ ეტაპების დათარიღება შესაძლებელია „მოლეკულერი საათის“ გამოყენებით, რომელიც ასახავს თავდაპირველი მუტაციების განუწყვეტელ პერიოდებს და გვაწვდის ინფორმაციას გენების მიახლოებითი ასაკის შესახებ.

ვრცლად: SCIENTIFIC AMERICAN