Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ბუნება, კულტურა, პეიზაჟი

Auge_4
ოთხშაბათს, 27 ივნისს, 16 საათზე,
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი
გიწვევთ
მარკ ოჟეს საჯარო ლექციაზე საერთაშორისო კონფერენციების « იდენტობა და კულტურა - ლევი სტროსის მემკვიდრეობა » ფარგლებში
« ბუნება, კულტურა, პეიზაჟი »
ფრანგულად, ქართული სინქრონული თარგმანით - დასწრება თავისუფალია
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიუმი, ფურცელაძის 1
როგორც კლოდ ლევი სტროსი აღნიშნავს, ენების გაჩენისთანავე ადამიანთა ყველა ჯგუფმა, რაც არ უნდა მცირერიცხოვანი და იზოლირებული ყოფილიყო ის, დაიწყო უახლოესი გარემოს შესწავლა და მისთვის შინაარსის მიცემა, ესე იგი დამორჩილება. აქედან იღებს სათავეს კოსმოგონია, რომელიც  დეტალურად აღწერს იმ თანმიმდევრულ განსხვავებებს, რამაც ადამიანი გაურკვეველი ქაოსიდან გამოიყვანა.
ეს მიდგომა მეცნიერული არ არის, მაგრამ არც მთლად ირაციონალურია. ის აწესრიგებს როგორც ბუნებისა და საზოგადოების ( ნათესაური კავშირები, ცხოვრების წესები და ა.შ.), ასევე  სივრცის აღქმას. სივრცე, პეიზაჟი... მოწესრიგებულია, სულ ცოტა, სიმბოლიზირებულია ადგილების დასახელებებით, ორიენტირებით, მიმართულებებით.
რა გავლენა აქვს ამ სიმბოლურ წესრიგზე დიდი ქალაქების, ჩქაროსნული გზების, აეროპორტების «ზეთანამედროვე » პეიზაჟს ? იმ დროს, როცა პლანეტა დედამიწა თვითონ გადაიქცა პეიზაჟად და მზის სისტემის პლანეტები დედამიწის უბრალო გარეუბნებად წარმოგვესახებიან, მსოფლიოს « გაკულტურების » ახალი ფორმები ჩნდება.
მარკ ოჟე : ფრანგი ანთროპოლოგი, ეკოლ ნორმალ სუპერიერის კურსდამთავრებული, კლასიკური ფილოლოგიის ხარისხის მფლობელი, ფილოლოგიისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების დოქტორი. 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პარიზის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლას. ანთროპოლოგიაში მისი ნაშრომების გამო მარკ ოჟემ მონაწილეობა მიიღო მრავალ ექსპედიციაში შავ აფრიკაში (« პაგანიზმის არსი »), სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში (« ვიზიტი მეტროში », « მაწანწალის დღიური »). მარკ ოჟე არის ავტორი  კონცეფციებისა « არარსებულნი » და « ზეთანამედროვე » და, როგორც ანთროპოლოგი, აღწერს თანამედროვე მსოფლიოს.