Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

პოლ ოსტერი – “მისნის ღამე”

პოლ ოსტერი – “მისნის ღამე” -

წლების წინ მჯეროდა, რომ რასაც დავწერდი, რეალურად ახდებოდა. ეს ის პერიოდია, ყველას ცხოვრბაში რომ დგება და სჯერა, რომ მხატვრული ნაწარმოების წერა შეუძლია. მერე მივხვდი, წინასწარმეტყველება კი არა, საერთოდ წერა არ შემეძლო. შესაბამისად, ეს ფიქრებიც იქვე დაარქივდა. ახლა პოლ ოსტერმა ლამის დამაჯერა, რომ მართალი ვიყავი.

“მისნის ღამეში” ამბავი ისეა მოყოლილი, სხვაგან რომ არ წამიკითხავს. მე კიდევ ყველაზე მეტად ამას ვაფასებ ხოლმე მწერალში.

სიდნი ორი მწერალია, რომელიც ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ რეაილიტაციას გადის და რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებას ცდილობს. წერს წიგნს, რომლის შინაარსაც ოსტერი მთავარი ამბის პარალელურად გიყვება. თავის მხრივ სიდნის გმირი ნიკი წიგნს კითხულობს, რასაც შენც გაკითხებს. სიდნი მერე დაიწყებს სცენარის წერასაც – ესეც მოთხრობილი მეოთხე ამბავი. ამას ემატება ისიც, რომ მთავარი ამბის წინაისტორიები თუ გაინტერსებს ქვემოთ, შენიშვნების სახით შეგიძლია წაიკითხო. ფაქტობრივად, დამატებითი დეტალები ცალკეა გატანილი და მას, ვისაც ტექსტიდან გადახვევები და მანამდე განვითარებული ამბების კითხვა არ უყვარს, შეუძლია გამოტოვოს ისე, რომ მთავარი სიუჟეტიდან თითქმის არაფერი დააკლდეს.

სიტყვებზე ვამბობდი:

რეალური ძალა აქვს სიტყვებსაც, რომელსაც ვწერ და რომელსაც წარმოვთქვამთ. ყველაფერი, რაც ადამიანს უკავშირდება, რეალურია და მატერიალიზების ძალა გააჩნია. ხანდახან მოვლენები აღსაქმელად იქამდე გვეძლევა, ვიდრე ისინი რეალურად მოხდება. ჩვენ აწმყოში ვცხოვრობთ, მაგრამ მომავალი ყოველ წუთს, ყოველ წამს ჩვენშია.

შეიძლება მწერლის ხელობის არსიც ეს იყოს. იმდენად ამბების წერა არაა მისი საიდუმლო, რამდენადაც იმ ძალისხმევის წარმოქმნა, რომელიც მომავალი რეალობას შეცვლის.

სინამდვილეში სიდნისაც იგივე დაემართა, რაც მის გმირს, ისიც მოულოდნელად გადაურჩა სიკვდილს და რეალური ცხოვრებისგან გაცლა არჩია. მერე საცავში ჩიკეტა. სიდნის ცხოვრებაც იქ გაიჭედა.  ვერ მოიფიქრა, ნიკი ამ საცავიდან როგორ გამოეყვანა, მერე ისიც ვერ გაიგო როგორ გამოსულიყო ცოლთან ურთიერთობაში შექმნილი ჩიხიდან.

ცოლი ყველაზე მეტად უყვარს. ეს ის გოგოა “დედამიწის ზურგზე ყველაზე შეუფერებელ ადგილას”  რომ შეუყვარდა, ლაპარაკის უნარი რომ დაკარგა და გრეისი თავის ცხოვრებაში შეუშვა.

“ასეთ შემთხვევებს ახსნა არ მოეძებნება. არც ობიექტრუი მიზეზი, რომელიც გაგავაგებინებდა თუ რატომ გვიყვარდება მაინცა და მაინც ეს და არა სხვა ადამიანი.”

კითხვის დროს ვფიქრობდი, ეს ერთდროულად მოყოლილი ოთხი ამბავი როგორ უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს, საერთოდ ნეტა რა იქნება ლოგიკური დასასრული-მეთქი. ვერაფრით მოვიფიქრე და ამიტომ ცოტა გამიკვირდა კიდეც ბოლო ეპიზოდი, თუმცა, ყველაზე ადეკვატურია, ჩემი აზრით. ისე კი სიამოვნებით წავიკთხავდი ცალკე ნიკ ბიუვის, დროის მანქანის თუ “მისნის ღამის” ისტორიებს.

პოლ ოსტერი

რატომ ეწევიო მეკითხებიან, ხველება მიყვარს მეთქი – ვეუბნები

პოლ ოსტერთან სიდნის ლურჯი რვეული ისეთივე მოქმედი გმირია. როგორც დანარჩენები. რეალურ ცხოვრებასაც მაშინ უბრუნდება როცა რვეულს გადააგდებს.

“ხვდები, რომ წინ განუმეორებელი, მხოლოდ შენთვის განკუთვნილი მომავალი მოიგელის. ბოლოს და ბოლოს გესმის, რომ მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი იმ პიროვნებაზე, რომლადაც საკუთარ თავს ძერწავ”.

ესეც ამ წიგნის მთავარი არსი.

პოლ ოსტერის “მისნის ღამისმაგვარ” წიგნებს სასიამოვნოდ საკითხავებს ვეძახი. აი ისეთებს, რომ კითხულობ და კმაყოფილი ხარ, “მკითხველი” რომ გქვია.


[საიტიდან "მკითხველის ბლოგი"]