Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ჰიგსის ბოზონი

Peter Higgs
ექვსმა თეორეტიკოსმა, მათ შორის ინგლისელმა ფიზიკოსმა – პიტერ ჰიგსმა პირველად, 1964 წელს წარმოადგინა ჰიგსის მექანიზმი.

ჰადრონის დიდ კოლაიდერზე (LHC)  მომუშავე მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი სუბ-ატომური ნაწილაკი. იგი თვისებებით შეესაბამება ჰიგსის ბოზონს, რომლის მიკვლევასაც მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ.

ახალი ნაწილაკის აღმოჩენა ჩაითვლება ოცდამეერთე საუკუნის ჯერჯერობით ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად.

მაგრამ, უფრო ზუსტად, რას წარმოადგენს ჰიგსის ბოსონი და რატომ დასჭირდათ ფიზიკოსებს 40-ზე მეტი წელიწადი მის მოსაძიებლად?


რა არის ჰიგსის ბოსონი?

ჰიგსი ჯერჯერობით მხოლოდ თეორეტიკოსი ფიზიკოსების გონებაშია. არსებობს მტკიცე თეორია იმისა, თუ რა უზრუნველყოფს სამყაროს არსებობას – ყველა ნაწილაკი, რომლებიც ატომებს და მოლეკულებს შეადგენენ და მთელ მატერიას, რომელსაც ვხედავთ; ძალების უმეტესი ნაწილი, რომლებიც მათ ამოძრავებს და ეგზოტიკური ნაწილაკების ჯგუფები. ყოველივე ამას სტანდარტული მოდელი ეწოდება. თუმცა, ამ თეორიაში არსებობს ერთი თვალშისაცემი ჩავარდნა – მასში ახსნილი არაა, თუ როგორ იძენენ ეს ნაწილაკები მასას. ექვსი ფიზიკოსის, მათ შორის, ედინბურგელი თეორეტიკოსის – პიტერ ჰიგსის მიერ 1964 წელს წარმოდგენილი ჰიგსის მექანიზმი წარმოადგენს ახსნას, რომელიც ავსებს ზემოხსენებულ ჩავარდნას._61348405_higgs_standard_mod_464

 

ვრცლად: BBC NEWS SCIENCE & ENVIRONMENT