Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი აღმოჩენა – როგორ მიმდინარეობს საყოველთაოდ ცნობილი რეაქცია ორგანულ ქიმიაში


1928 წელს, ქიმიკოსებმა – ოტო დიელსმა და კურტ ალდერმა დოკუმენტურად პირველად დაადასტურეს დიენის (უჯერი ნახშირწყალბადის) სინთეზი. ეს იყო პოლიმერების, ალკალოიდებისა და სტეროიდების სინთეზირებისათვის საჭირო ქიმიური რეაქცია. მათმა ნაშრომმა აღნიშნულ მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიც დიელს-ალდერის რეაქციის სახელით არის ცნობილი, მათ ქიმიის დარგში 1950 წ. ნობელის პრიზი მოუტანა.

მას შემდეგ, ეს საკულტო რეაქცია საყოველთაოდ გამოყენებული და ყველაზე მეტად შესწავლილი მექნიზმია ორგანულ ქიმიაში. თუმცა, რეაქციის დროს რა ხდება – სრულიად გასაგები არასოდეს არ გამხდარა.

ამჟამად, UCLA–ს (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს ანჯელესი) ქროფესორმა ორგანულ ქიმიაში – კენდალ ჰოუკმა და მისმა კოლეგებმა ზუსტად გადმოსცეს, თუ როგორ მიმდინარეობს დიელს-ალდერის რეაქცია. მათი კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ის ონლაინ ვერსიაში და ბეჭდურ ჟურნალშიც გამოქვეყნდება.

ვრცლად: Science Daily - Science News

სამეცნიერო წყარო: K. Black, P. Liu, L. Xu, C. Doubleday, K. N. Houk. Inaugural Article: Dynamics, transition states, and timing of bond formation in Diels-Alder reactions. Proceedings of the National Academy of Sciences, 2012; DOI: 10.1073/pnas.1209316109