კონკურსი სომხეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლებლად
სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლებლად.
კონკურსის საფუძველზე შეირჩევა საქართველოს 10 მოქალაქე, რომელებიც მიიღებენ დაფინანსებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებისათვის:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
- ინგლისური ენის ფლობა
სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებისათვის:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
- ინგლისური ენის ფლობა
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი) ასლი
- სააპლიკაციო ფორმა
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
- დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
საბუთები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2012 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით.
საკონტაქტო პირი: თამარ მერაბიშვილი- უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველო ტელ: 2318940; ელ-ფოსტა:tmerabishvili@mes.gov.ge
[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]- Irakli-ს ბლოგი
- Login to post comments