Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის საიტი განახლდა

mascprof_axali%20saiti

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჟურნალისტებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის განახლებული საიტის - http://www.tpdc.ge პრეზენტაცია გაიმართა.

განახლებული საიტი, საინტერესო და ინფორმაციული გახდა. საიტზე განთავსდება  ყველა სიახლე, ცენტრის მიმდინარე საქმიანობა, დაგეგმილი აქტივობები. შინაარსთან ერთად, განახლდა საიტის დიზაინიც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველდღიურად მოხდება საიტზე უახლესი ინფორმაციის განთავსება, ხოლო დაინტერესებულ პირთ ცენტრის სიახლეები  ელ.ფოსტითაც დაეგზავნებათ.

ახალი ვებ-გვერდი მაქსიმალურად სასარგებლო იქნება როგორც მოქმედი მასწავლებლებისთვის, ასევე, ყველა დაინტერესებული პირისთვის. საიტის სტუმარი შეიტყობს პროფესიული განვითარების რა შესაძლებლობები აქვთ მასწავლებლებს, როგორ გაიარონ სერტიფიცირება, როგორ მოიპოვონ მასწავლებლობის უფლება, როგორ მიიღონ მონაწილეობა დასაქმების სახელმწიფო პროგრამებში..

ვებ-გვერდზე განთავსებული იქნება ფილმები, ვიდეო გაკვეთილები, ვირტუალური თამაშები და ლაბორატორიები, სატრენინგო მოდულები, სახელმძღვანელოები და სხვა მრავალი ინტერნეტ-რესურსი.


[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]