Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

„ერთიანი ეროვნული გამოცდები 2012“ დასრულდა

„ერთიანი ეროვნული გამოცდები 2012“ დასრულდა -

DSC_0297

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. 2012-2013 სასწავლო წელს 24 501 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, რაც დარეგისტრირებული აბეტურიენტების რაოდენობის  71%-ს შეადგენს. აღნიშნული მონაცემები შარშანდელ მაჩვენებელს 5,3%-ით აღემატება. წელს 35 361 აბიტურიენტიდა ნგამოცდაზე მხოლოდ 34 431 გამოცხადდა, 2% გამოცდაზე არ გასულა. დაგვიანების გამო კი გამოცდაზე 12 აბიტურიენტი არ დაუშვეს. პროცედურული დარღვევების გამო აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის ფაქტი არ მომხდარა. სააპელაციო განაცხადი 1 480-მა  აბიტურიენტმა შემოიტანა, აქედან 333 აპლიკანტს ქულა შეეცვალა. 2012 წელს ჩარიცხული სტუდენტების სია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე: www.naec.ge განთავსდება.

2012 წლის გამოცდებმა მშვიდ გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. 28 ივნისს საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. საგამოცდო ოთახები 850-მდე ვიდეოთვალითა და 9000-ზე მეტი ახალი მერხით იყო აღჭურვილი. საგამოცდო პროცესს 1260 დამკვირვებელი ადევნებდა თვალყურს. ასეთი ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდა. მომავალი  წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი 8+1 ამოქმედდება.

2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა:

გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) გაიარეს;
მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებს  თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ;
    წელს მეოთხე არჩევით საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი სავალდებულო საგნები  დააწესეს;

აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კონპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ  სხვა გამოცდაში ჩაიჭრნენდა ვერ გახდნენ სტუდენტები, საშუალება აქვთ პროფესიული პროგრამის მე-4 და მე-5 საფეხურზე ჩაირიცხონ. პროგრამების ჩამონათვალი განთავსებულია ვებგვერდზე: www.naec.ge.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]