აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის ბიბლიოთეკართა ჯგუფი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის ბიბლიოთეკართა ჯგუფმა მოინახულა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და გაეცნო მის სერვისებს, პროექტებს, ფონდს. სტუმრები აღფრთოვანებული იყვნენ ქართველი კოლეგების საცავის მდგომარეობით და სიდიდით, კომპიუტერული სერვისებით. მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ბიბლიოთეკის ვებსაიტმა და ელექტრონულმა კატალოგმა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების სისტემამ, საცავში დაცულმა რარიტეტულმა გამოცემებმა.
ბიბლიოთეკის დირექტორთან საუბრისას გამოიკვეთა ინფორმაციის და ცოდნის გაზიარების გზები, თანამშრომლობის იდეები და შესაძლებლობები, ერთობლივი პროექტები.
- Irakli-ს ბლოგი
- Login to post comments