Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

წიგნების ლაბირინთი ლონდონში

66235edb302ff68f6e993ed043b46bf2
ლონდონის სამეფო საფესტივალო დარბაზი (The Royal Festival Hall) კითხვის მოყვარულებს წიგნების ლაბირინთში დაკარგვას სთავაზობს. ორიგინალური ექსპოზიცია სამეფო დარბაზის საცეკვაო განყოფილებაში - Clore Ballroom-ში მოეწყო. ექსპოზიცია 250 000 ტომისგან შეიქმნა.

წიგნების ლაბირინთის სიმაღლე თანდათან მატულობს. ის ახალი და ძველი წიგნებისგან შედგება. ლაბირინთში შესულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სასურველი ავტორის წიგნი აიღოს და ლაბირინთიდან მანამდე არ გამოვიდეს, სანამ მის კითხვას არ დაასრულებს.

უჩვეულო ექსპოზიციას aMAZEme უწოდეს. სახელწოდება ორი ინგლისური სიტყვის maze-ისა (ლაბირინთი) და amaze-ის (საოცარი) შერწყმით შედგა.

წიგნის ლაბირინთის შექმნის იდეა ბრაზილიელ მხატვრებს, მარკუს საბოესა და გალტერ პუპოს ეკუთვნით. იდეის განხორციელებაში მათ 50 მოხალისე დაეხმარა.

წყარო: http://www.elva.ge/2010-02-24-11-42-03/2010-02-24-11-44-25/128-tsignebis...