რატომ არსებობს ხოჭოების უამრავი სახეობა, როდესაც ნიანგები მცირე ოდენობით არიან
როგორც ცოცხალი ორგანიზმების შემსწავლელმა მეცნიერებმა განაცხადეს, სახეობების ასაკსა და სიმრავლეს შორის ურთიერთკავშირმა უმეტეს ჯგუფებში ცხადყო, რომ თითქმის ყოველ მთავარ ჯგუფში, ასაკი და მრავალფეროვნება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული არაა.
არსებობს ხოჭოების 400000-ზე მეტი და გველებისა და ხვლიკების მონათესავე რეპტილიის – ტუატარას მხოლოდ ორი სახეობა, რომლებიც ახალ ზელანდიაში ბინადრობენ. ნიანგები და ალიგატორები, რომლებიც დაახლოებით 250 მილიონი წლის განმავლობაში არსებობენ, დივერსიფიკაციის შედეგად 23 სახეობად გვევლინებიან. რატომ გამოავლინა ევოლუციამ „გამარჯვებულები“ (მათ შორის ძუძუმწოვრები და ფრინველებისა და თევზების მრავალი სახეობა) და „დამარცხებულები“ – მთავარ კითხვას წარმოადგენს ევოლუციურ ბიოლოგიაში.
მეცნიერები ხშირად მიიჩნევდნენ, რომ რადგან ცხოველთა და მცენარეთა ზოგიერთი გვარი გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე სხვები, მათ ჰქონდათ უფრო მეტი დრო ახალი სახეობების წარმოსაქმნელად. ეს იდეა, რომ დრო სახეობების რაოდენობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მომასწავებელია, ხაზს უსვამს ბიოლოგების მიერ გამოყენებულ მრავალ თეორიულ მოდელს. თუმცა, იგი ვერ ხსნის, რატომ არის ამგვარი რაოდენობით წარმოდგენილი პლანეტაზე არსებული მრავალ-უჯრედული ცოცხალი ორგანიზმების სახეობები. ცოცხალი ორგანიზმების შემსწავლელ მეცნიერთა ჯგუფმა ანგარიში Public Library of Science-ის ონლაინ ჟურნალ – PLoS Biology-ში 28 აგვისტოს გამოაქვეყნა.
ვრცლად: Science Daily - Science News
სამეცნიერო წყარო: Daniel L. Rabosky, Graham J. Slater, Michael E. Alfaro. Clade Age and Species Richness Are Decoupled Across the Eukaryotic Tree of Life. PLoS Biology, 2012; 10 (8): e1001381 DOI: 10.1371/journal.pbio.1001381- Login to post comments