სკოლამდელი განათლების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია” სკოლამდელი განათლების საგრანტო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტებს სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით, მეოთხე წელია ახორციელებს.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის პროექტების ფარგლებში უკვე შექმნილია შემდეგი რესურსები:
- ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები;
- საბავშო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო;
- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფიზიკური გარემო-პრინციპები და პრაქტიკა;
- სკოლამდელი ასაკის ბავშვთა შეფასების ფორმა;
- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მართვის გზამკვლევი;
- სკოლამდელი განათლების პროგრამა.
- Irakli-ს ბლოგი
- Login to post comments