Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ტექნიკურ უნივერსიტეტში საიუბილეო კონფერენცია გაიმართა

0000887

ტექნიკურ უნივერსიტეტში საიუბილეო კონფერენცია გაიმართა -

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია “21-ე საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები“ გაიხსნა. კონფერენცია უნივერსიტეტის 90 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა 13 ქვეყნის 60-მდე გამოჩენილმა უცხოელმა მეცნიერემა მიიღო.

კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს, ავსტრიის, აშშ-ს, აზერბაიჯანის, გერმანიის, ესტონეთის, თურქეთის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, უკრაინის, რუსეთის და ყაზახეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები.

კონფერენციის თემატიკა იყო საინჟინრო მეცნიერებები და მაღალი ტექნოლოგიები, ტექნოლოგიები ეკოლოგიასა და საგანგებო სიტუაციებში, კვების და ფარმაციის სამრეწველო ტექნოლოგიები, საინჟინრო ტექნოლოგიები (ენერგეტიკა, ქიმია, მეტალურგია, სამთო-გეოლოგია, მშენებლობა, მანქანათმშენებლობა, ტრანსპორტი), გამოყენებითი მათემატიკა, ფიზიკა და ინფორმატიკა, ტელეკომუნიკაციები.

კონფერენცია “21-ე საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები” შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]