Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

თურქეთი: უზარმაზარი რომაული მოზაიკის აღმოჩენა

roman-patterns-120917

მრავალი წლის განმავლობაში მიწისქვეშ გადამალულმა გიგანტურმა მოზაიკამ, რომელიც ოდესღაც თერმულ დაწესებულებას ამშვენებდა სამხრეთ თურქეთის ტერიტორიაზე, დღის სინათლე იხილა. კომპლექსური გეომეტრიული მოტივებით მორთული ნაწარმოები განვითარების აპოგეაში მყოფი რომაული იმპერიის დიდ გავლენაზე მეტყველებს.

თურქეთის სამხრეთში, ანტიკურ ქალაქ Antioche ad Cragum-იდან ახლოს მდებარე მინდორზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ არქეოლოგები, რათა დღის სინათლეზე გამოეტანათ ამ მინდვრის მიწის ქვეშ დამალული გიგანტური მოზაიკა. ეს შედევრი, სავარაუდოდ, მესამე, ან მეოთხე საუკუნით თარიღება, მას ესაზღვრება შვიდმეტრიანი სიგრძის აუზი, რომელიც იმ ეპოქას უნდა მიეკუთვნებოდეს, როდესაც აბანოების შენება დაიწყო. „გულწრფელად, მე შეძრული ვიყავი მისი სიდიდით“, აღიარებს მაიკლ ჰოფი (Michael Hoff) , ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის პროფესორი და გათხრების სამოშაოების ხელმძღვანელი Live Science-სთან. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მოზაიკა 149 კვ.მ ფართობზეა გადაჭიმული. ამ დროისათვის მხოლოდ 40%-ია მიწისაგან გათავისუფლებული.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.maxisciences.com/mosa%efque/turquie-decouverte-d-une-immense-mosaique-romaine_art26630.html