Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

10 საჯარო ლექცია გერმანულ ლიტერატურაზე

10 საჯარო ლექცია გერმანულ ლიტერატურაზე -

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ჰუმბოლდტის სახელობის გერმანული სამკითხველო დარბაზი მასპინძლობს გერმანული ლიტერატურისადმი მიძღვნილ საჯარო ლექციებს.

სამეცნიერო-პოპულარული სტილის ლექციები მიზნად ისახავს გერმანული ლიტერატურის პოპულარიზაციას, თანამედროვე კვლევათა ფართო აუდიტორიისთვის წარმოდგენას.

საჯარო ლექციებს წაიკითხავენ თსუ პროფესორი  სანდრო თვარაძე, თსუ ასოციირებული პროფესორი კოკა ბრეგაძე და ილიას უნივერსიტეტის ასოციირებული პროფესორი ლევან ცაგარელი.

ლექციები გაიმართება 9 ოქტომბრიდან ყოველ სამშაბათს 18:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია-საუბარი.

გიწვევთ გერმანული ლიტერატურით დაინტერესებულ ყველა მსურველს.
დასწრება თავისუფალია.
სამუშაო ენა: ქართული
 
მხარდამჭერი ორგანიზაცია: თბილისის გოეთეს ინსტიტუტი.

საკონტაქტო პირი: ეთუნა ინწკირველი: e_intskirveli@yahoo.com

 

სამუშაო პროგრამა:

 

9 ოქტომბერი, 18 სთ.

თემა: "გერმანული რომანტიზმი"

კოკა ბრეგაძე, თსუ ასოც. პროფესორი


16 ოქტომბერი, 18 სთ.

თემა: "გერმანული მოდერნიზმი"
კოკა ბრეგაძე, თსუ ასოც. პროფესორი

 

23 ოქტომბერი, 18 სთ.

თემა: "გერმანულენოვანი ლიტერატურა XX საუკუნის 10-იან და 20-იან წლებში:   ექსპრესიონიზმი და ახალი საგნობრიობა"
სანდრო თვარაძე, თსუ  პროფესორი
 

30 ოქტომბერი, 18 სთ.
თემა: "ომის შემდგომი ხანის ლიტერატურა"
ლევან ცაგარელი, ილიას უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი

 

6 ნოემბერი, 18 სთ.

თემა:  "გერმანულენოვანი სოცრეალიზმი"
ლევან ცაგარელი, ილიას უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი

 

13 ნოემბერი,18 სთ.
თემა: "გერმანულენოვანი ლიტერატურა სტუდენტური მოძრაობის წლებში"
ლევან ცაგარელი, ილიას უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი

 

20 ნოემბერი,18 სთ.
თემა: "გარდატეხის ხანის ლიტერატურა" (Wendeliteratur).
ლევან ცაგარელი, ილიას უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი

 

27 ნოემბერი, 18 სთ.

თემა: "შუა საუკუნეების გერმანული ლიტერატურა და სოციოლოგიური მეთოდი"
სანდრო თვარაძე, თსუ პროფესორი
 

4  დეკემბერი, 18 სთ.
თემა:  "გერმანული ლიტერატურა ბაროკოსა და განმანათლებლობის ეპოქაში: რომანი და დრამა"
სანდრო თვარაძე, თსუ  პროფესორი

 

11 დეკემბერი, 18 სთ.

თემა:  "გოეთეს ცხოვრება და შემოქმედება"
კოკა ბრეგაძე, თსუ ასოც. პროფესორი


 

 


[საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა - სიახლეები]