Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მედიცინა: ყველაზე უარესი ნობელი

ნობელის ფონდის მიერ (დაარსებულია 1900 წელს) პატივცემულ „ნობელისტთა“ შესახებ ზოგჯერ საკმაოდ ღირსშესანიშნავი ისტორიები იკვეთება...

4558994

ტყისმჭრელი
ზოგიერთმა ნობელისტმა, როგორც იტყვიან, „საკუთარი თავი მიუძღვნა მეცნიერებას“. ამის მაგალითია ვერნებ ფორსმანი, რომელმაც კათეტერის წინაპრის შესახებ კვლევების დროს ვერავის დაერწმუნებინა ვერ მოახერხა  მის მნიშვნელობაში. ზღვის გოჭიც კი ვერ იშოვა და პატარა კაუჩუკის მილი თვითონ შეირჭო მკლავის ვენაში ისეთ სიღრმეზე, რომ თავისივე გულის მარჯვენა წინაგულს მისწვდა! ამ ხელსაწყომ, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია დღესდღეობით ორგანოების გამოსაკვლევად, ან პირდაპირ წამლის შესაშვებად, 1956 წელს მას ნობელის პრემია მოუტანა. იმ დროისათვის ის ექიმიც აღარ იყო, რადგანაც მისი სამუშაოების გამო შეშინებული კლიენტურა დაკარგული ჰყავდა და ათი წელი იყო, რაც ტყისმჭრელად მუშაობდა.


ფრინველი

1929 წელს კრისტიან ეიჟკმანი გაგზავნილ იქნა  ჯაკარტაში. მისია: გაარკვიოს ბერი–ბერის მიზეზები, დაავადების, რომელიც ორგანიზმის დიდ სისუსტეში ვლინდება. ექიმი მიხვდა, რომ ფენომენი B1 ვიტამინის ნაკლებობით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ის აკვირდებოდა ქათმებს, რომლებიც თეთრი ბრინჯით იკვებებოდნენ და ასეთივე სიმპტომები აღენიშნებოდათ მაშინ, როცა სხვა საფრინველეში ქათმები გაურჩეველ ბრინჯს ჭამდნენ და არაჩვეულებრივად გრძნობდნენ თავს. მაშინ ექიმმა გადაწყვიტა, ავადმყოფებისთვის საკვებად მიეცა ქერქგაუცლელი ბრინჯი  და მალევე სიხარულით შენიშნა, რომ ისინი სწრაფად იწყებდნენ გამოჯანმრთელებას.

იღბლიანი
ალექსანდრ ფლემინგს ბაქტერიის კულტურის ნიმუშის დახურვა დაავიწყდა. არდადეგებიდან დაბრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ სტაფილოკოკები ნელ-ნელა მცირდებოდნენ უცნაური  სოკოვანი სინთეზური ტოქსინის, პენიცილინის, მოქმედების გამო. ამგვარად, სრულიად შემთხვევით მან აღმოაჩინა ეს ფენომენი 1928 წელს. მიუხედევად ამისა, მას დრო დასჭირდა, სანამ მის აღმოჩენას პნევმონიის, ოტიტებისა და სხვა მენინგიტების სამკურნალოდ გამოიყენებდნენ. ნობელის პრიზი კი მხოლოდ 1945 წელს მიიღო.

 უსამართლო

ზოგიერთი პრიზი ნამდვილ აღმომჩენს როდი ერგო. ასე მაგალითად, ანტიბიოტიკი სტრეპტომიცინი ალბერტ ძაცმა გამოაცალკევა, ის სელმან ვაკსმანის თანაშემწე იყო. ამ უკანასკნელმა კი, რომელიც დიდად კარგი მოთამაშე არ აღმოჩნდა, მარტივად ჩამოაშორა ალბერტი ნობელის პრემიის ჟიურისთვის წარდგენილ სამუშაოს.1952 წელს მას ერქვა ნობელის პრიზი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში. შაცი ვერავითარ ჯილდოს ვერ მიიღებს და არც არანაირი უფლება ექნება მოლეკულის მომავალ პატენტებზე, რომელსაც დღესაც იყენებენ სამედიცინო ინდუსტრიაში.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://sciencesetavenir.nouvelobs.com/sante/20121008.OBS4924/medecine-le-pire-du-nobel.html?xtor=RSS-24