Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

დნმ-ს ნახევრად დაშლის პერიოდი 521 წელია


პალეო-გენეტიკოსმა მორტენ ალენტოფტმა გამოიყენა გადაშენებული მოას ფრინველის ძვალი, რათა გამოეთვალა მისი დნმ-ის ნახევრად დაშლის პერიოდი.

დინოზავრების გენეტიკური მასალის აღდგენა შეუძლებელია, თუმცა იგი უფრო დიდ ხანს ძლებს, ვიდრე – აქამდე მიაჩნდათ.

მკვლევართა მცირე ნაწილმა დაადასტურა მტკიცება იმის შესახებ, რომ დინოზავრების დნმ-ის ნიმუშები დღემდე შემორჩა, თუმცა არავინ იცოდა, გენეტიკური მასალის დაშლას რამდენი დრო დასჭირდებოდა. ახალ ზელანდიაში აღმოჩენილმა სამარხებმა ტირანოზავრი რექსის კლონირების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა.

უჯრედების კვდომის შემდეგ, ენზიმები იწყებენ კავშირების მოშლას ნუკლეოტიდებს შორის, რომლებიც დნმ-ის ხერხემალს წარმოადგენენ, მიკროორგანიზმები კი დაშლას აჩქარებენ. თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ნუკლეოტიდებს შორის აღნიშნული კავშირების უმეტესობის მოშლას წყალთან რეაქციები განაპირობებდა. გრუნტის წყალი თითქმის ყველგანაა, ამიტომ, ნამარხი ძვლების დნმ-ის ნიმუშები, თეორიულად, აღნიშნული მტკიცების გამო, განადგურებული უნდა იყოს, რასაც შესაძლებელია, ხელი შეუწყოს ცვალებადმა გარემო-პირობებმა, როგორებიცაა – ტემპერატურა, მიკრობების სიმრავლე და დაშლის პროცესის შემდგომი დაჟანგვა.

მაგრამ, პალეო–გენეტიკოსებმა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში მორტენ ალენტოფტისა და მურდოკის უნივერსიტეტში (ავსტრალია) მაიკლ ბუნსეს ხელმძღვანელობით შეამოწმეს 158 დნმ-ის შემცველი წვივის ძვალი, რომლებიც გადაშენებული გიგანტური ფრინველის– მოას სამ სახეობას ეკუთვნოდა. 600-დან 8000 წლის წინანდელი ძვლები აღადგინეს სამ სხვადასხვა ადგილზე, ერთმანეთისგან 5 კილომეტრის დაშორებით. მათ თითქმის ერთნაირი შენახვის პირობები ჰქონდათ – 13. 1 ºC. აღმოჩენის შედეგები გამოქვეყნდა Proceedings of the Royal Society B1 -ში.

ვრცლად: nature