Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

და თუ მეხსიერება მომავლის საწინასწარმეტყველოდ არის შექმნილი?

atlantico-yahoo-509246
ევოლუციის თეორიის ზოგიერთი მკვლევარ სპეციალისტის აზრით, მეხსიერება შეიძლება ყოფილიყო ადამიანის სახეობის მიერ  მომავლის წინასწარმეტყველებისათვის გამიზნული განვითარებული ხელსაწყო.  შეიძლება მთელი კლასიკური თეორია მეხსიერების შესახებ შესაცვლელი გახდეს?
მეხსიერება, ძირითადად, მჭიდროდ არის დაკავშირებული წარსულთან. მის ჩვეულებრივ განმარტებაში, ის იმ მოვლენებთან არის მიმართებაში, რომელიც უკვე მოხდა. და მაინც...ადამიანის ევოლუციის თვალსაზრისით მეხსიერებას შეიძლება სრულიად საწინააღმდეგო ფუნქცია გააჩნდეს.
ყველაფერი დაიწყო პროფესორ ენდელ ტულვინგის მიერ ჩატარებული სამუშაოებისგან.  მას შემდეგ პროფესორი  მუშაობს კანადაში, ტორონტოში როტმანის კვლევით ინსტიტუტში. მეცნიერმა შეძლო, შეექმნა რევოლუციური თეორიის ბაზა ერთი პაციენტის წყალობით, რომელსაც მეხსიერების ეპიზოდური კარგვა აღენიშნებოდა, რაც იმაში გამოიხატება, რომ პაციენტი იხსენებს თავის ბიოგრაფიას და ისე აღიქვამს წარსულ მოვლენებს, თითქოს ახლაც იქ იყოს. ამგვარად, პაციენტი იხსენებდა ზოგ ძირითად, ზოგ აბსტრაქტულ მოვლენას, სიტყვების მნიშვნელობებს, მაგრამ არ შეეძლო გაეხსენებინა თავისი განვლილი ცხოვრების ძლიერი მომენტები. აქვე ერთი თავისებურებაც აღინიშნებოდა: მას აღარ ახსოვდა დღის პროგრამა,   მეორე დღის გეგმები, არც საზაფხულო გეგმები.

მაშინ პროფესორმა ტულვინგმა ივარაუდა, რომ უნდა არსებობდეს კავშირი წარსულის მოგონებებსა და მომავალ მოვლენებს შორის: თითქოს მომავლის განსაზღვრის ფაქტი წარსულის გახსენების მიმართ მედლის საწინააღმდეგო მხარე იყოს. ეპიზოდური მეხსიერება, რომელიც არასემანტიკურია და სივრცულ– დროისმიერი მინიშნენებითაა შედგენილი, ვლინდება გამოცდილებაში, რომელიც შემდეგ ისევ ბრუნდება ზედაპირზე, ეს ყველაფერი ტულვინგმა დროში წარსულში მოგზაურობას შეადარა.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/m%C3%A9moire-%C3%A9tait-faite-pr%C3%A9voir-lavenir-062410076.html