Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ნამუშევრების პრეზენტაცია და შეხვედრა ხელოვანთან


თბილისში, 25 ოქტომბერს  იგეგმება ბერლინში მოღვაწე ხელოვანის  პია ლანცინგერის შემოქმედების პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება მისი ნამუშევრების რამდენიმე მაგალითი, რომლებიც წინა წლებში განახორციელა მექსიკაში, გერმანიაში, პოლონეთსა და სამხრეთ კორეაში.  იგი ბერლინში მოღვაწე ხელოვანია და მონაწილეობას იღებს საერთაშორისო გამოფენებში და რეზიდენციებში; ასწავლის აკადემიებსა და უნივერსიტეტებში; არის სახელოვნები ჟიურების წევრი და ეწევა კურატორულ საქმიანობას, როგორც ინსტიტუციებში ასევე საჯარო სივრცეში.

ხელოვნება იძლევა საშუალებას სხვების ყურადღება მიეპყროს ისეთ საკითხებს, რომელთა მნიშვნელობაც ხშირად არასწორად განიხილება. პია ლანცინგერის ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე ცხოვრების ნაკლებად თვალსაჩინო ასპექტებზე, შემოაქვს არქიტექტურული ელემენტები სოციალური და ისტორიული აღქმის ფარგლებში, რითაც იკვლევს კონფლიქტის სათავეებს, რაც თავის მხრივ წარმოშობს ალტერნატივების შესაძლებლობას. პია ლანცინგერის თემატიკა (პოსტ)მოდერნისტულ ცხოვრებას, მუშაობას და გენდერს ეხება. მისი მზერა მიმართულია ისეთი კონტექსტის პერფორმატიულ და ნარატიულ ასპექტებზე,  რაც ღიად არ ჩანს. მისი ნამუშევრები ხშირად კოლაბორაციული ხასიათისაა და თანამონაწილე მხატვრებისთვის ერთგვარ მედია ექსპერიმენტად იქცევა. მისი მიზანია, გამოეყოს დომინანტური წესების და დანაყოფების ზონებს და როგორც თანამონაწილე, აქტიურად ჩაერთოს ყოველდღიურობის თამაშში.


TBC ARTAREA  TV 2.0. ნ. ნიკოლაძის ქ. # 5  3 სართ. (მარჯვნივ)

18.30   25.10.2012
ხანგრძლივობა: 1,5 სთ.

www.geoair.blogspot.com
www.archidrome.blogspot.com
www.geoairresidency.blogspot.com