სასწავლო გრანტები საჯარო მოხელეებისათვის
სასწავლო გრანტები საჯარო მოხელეებისათვის - მომწოდებელი: საერთაშორისო განათლების ცენტრი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი.
ღია საზოგადოების ფონდების სტიპენდიების პროგრამა შრომის, ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ამ სამინისტროების დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო განათლების ცენტრთან ერთად აცხადებს საჯარო სამსახურის პროგრამას 2013-2014 სასწავლო წლისათვის.
ეს სტიპენდია საშუალებას აძლევს კონკურსში გამარჯვებულებს, გააგრძელონ სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე:
** გააჩნდეს საჯარო სამსახურში მუშაობის 18 თვიანი გამოცდილება
** დიპლომი (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი)
** ლიდერის თვისებები
** კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას
** შეეძლოს აკადემიური წერის პროგრამაში მონაწილეობა 2013 წლის ივლისში
** შეეძლოს სწავლის დაწყება 2013 წლის აგვისტოში
** უფლება ჰქონდეს მიიღოს ამერიკის ან კანადის ვიზა
** პროგრამის აუცილებელი პირობაა, დიპლომის აღების შემდეგ კურსდამთავრებული დაბრუნდეს საქართველოში შესაბამისი სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ თანამდებობაზე და მონაწილეობა მიიღოს დარგის რეფორმირებასა და განვითარებაში
** პროგრამა სრულად ფინანსდება ღია საზოგადოების ფონდების მიერ
** პროგრამა არ აფინსებს გამარჯვებულების ოჯახის წევრების მგზავრობას
ვრცლად: [ჯობს.გე - სტიპენდიები]
- Irakli-ს ბლოგი
- Login to post comments