Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ბუს ფრთებმა შესაძლებელია მეცნიერები უხმაურო თვითმფრინავების შექმნის იდეით შთააგონოს


მეცნიერები ხელმძღვანელობენ ბუს ფრთებით, რათა გაცილებით უფრო უხმაურო  და უწყინარი თვითმფრინავი შექმნან.

ბუ უხმაურო ფრთებით დაფრინავს. ბევრი მოგზაური ინატრებდა მსგავსი ფრთების მქონე თვითმფრინავით ფრენას.

„თვითმფრინავში, უკანა ფრთის კიდე ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტი ხმაური ისმის“, - ასე განუცხადა TechNewsDaily-ს კორესპონდენტს გაერთიანებული სამეფოს, კემბრიჯის უნივერსიტეტის მათემატიკოსმა - ჯასტინ ჯავორსკიმ. „ჩემს სამუშაოს წარმოადგენს თეორიული მოდელის შექმნა იმისუკანა ფრთაზე არსებული ხმაურის ასახსნელად.

ბოლო პერიოდში, მან და მისმა კოლეგამ - ნიგელ პიკმა მათემატიკურად განმარტეს, რომ თვითმფრინავის ფრთების ხმაურის ათჯერ შემცირება შესაძლებელი იქნება, თუ გამომგონებლები მაგალითად გამოიყენებენ ბუს ფრთებს.

ბოლო გამოკვლევის დროს, ჯავორსკიმ და პიკმა აღმოაჩინეს, რომ ბუს განსაკუთრებულად უხმაურო ფრთები აქვს, რადგან ფრთის ბოლოები მოხერხებული, მოქნილი და პოროვანია, რაც ჰაერის ნაკადს ატარებს. თვითმფრინავის ფრთები, რასაკვირველია, გაცილებით მძიმეა. თუმცა,  ორი მეცნიერის განცხადებით, თუ მათი ფრთები გარკვეულწილად გაიხვრიტება, „თეორიის მიხედვით, ხმაური შემცირდება“ - განაცხადა ჯავორსკიმ.

ვრცლად: SCIENTIFIC AMERICAN