Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საფრანგეთი : სად არის სამთავრობო ღია მონაცემები?

Donn%C3%A9es-publiques-Open-Data-20121122
5 დეკემბერს ფრანგული საჯარო მონაცემთა პორტალი თავის პირველ სანთელს ჩააქრობს. უკვე ერთი წელია, ისეთი საჯარო მონაცემები, როგორიცაა სახელმწიფოს უძრავი ქონების სია, კომისარიატებისა და ფოსტის ბიუროების გეოგრაფიული კოორდინატები, ან კიდევ სახელმწიფოს ბიუჯეტი, ყველასათვის ხელმისაწვდომ საიტ data.gouv.fr -ზეა განთავსებული. ეს პლატფორმა თავისუფალ წვდომას უზრუნველყოფს სახელმწიფო და საჯარო დაწესებულებებისა და ადგილობრივ ხელისუფლების მონაცემებზე "ღია მონაცემების ფილოსოფიის" ფორმალიზებას სამთავრობო დონეზე. ეს პრინციპი მიზნად ისახავს, მაქსიმლურად „გახსნას“ საზოგადოებებისა და  ადმინისტრაციებისაგან მიღებული ყველა მონაცემი, რათა წაახალისოს კომერციული განმეორებადი მოხმარება და მათზე სამოქალაქო კონტროლი.
...

ვრცელი ტექსტი ფრნაგულ ენაზე: http://data.blog.lemonde.fr/ 2012/11/22/ ou-en-est-lopen-data-gouvernemental/


ქართული საიტები მსგავსი მისამართებით

სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვე, რომ არსებობს ქართული საიტები

მსგავსი მისამართებით (და დანიშნულებით):

1. http://www.opendata.ge/

ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის (IDFI) საიტი, რომლის დანიშნულებაა, როგორც ჩანს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. როგორც თვითონ წერენ:


  •    საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება;
  •    საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
  •    ელექტრონული დემოკრატიის სტანდარტების დამკვიდრებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ხელშეწყობა;
  •    მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის ჩართულობით საჯარო დაწესებულებებზე საზოგადოებრივი კონტროლის გაუმჯობესება;
  •   მოსახლეობის ინფორმირებულება და საზოგადოების ჩართულობის ინტენსივობის გაზრდა საჯარო სექტორის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

2. http://data.gov.ge/

ეს არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს "''ღია მმართველობის პარტნიორობა''- ქვეყნის სამოქმედო გეგმის" ფარგლებში შექმნილი საიტი, რომელიც მოიცავს მხოლოდ სამთავრობო ინფორმაციას.

საინტერესოა, რომ განყოფილებაში "განათლება – ბიბლიოთეკები" შესულია მხოლოდ ელექტრონული ბიბლიოთეკები და მათგან მხოლოდ ისინი, რომლებიც არ არის შექმნილი ნამდვილი ბიბლიოთეკების მიერ (ანუ, მაგალითად, არ არის შესული ეროვნული ბიბლიოთეკის უდიდესი ციფრული ბიბლიოთეკა ).