Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ილია ვეკუას დაბადებიდან 105 და გარდაცვალებიდან 35 წლისთავი

18/12/2012 - 17:00
18/12/2012 - 19:00
Etc/GMT+4

9d829d4683d5

18 დეკემბერს 17:00 საათზე თსუ–ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ილია ვეკუას დაბადებიდან 105 და გარდაცვალებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ცნობილ მათემატიკოსს გაიხსენებენ მისი მოწაფეები და ოჯახის წევრები. აგრეთვე, ნაჩვენები იქნება გია ჭუბაბრიას დოკუმენტური ფილმი „აკადემიკოს ილია ვეკუას პორტრეტი“. გარდა ამისა, გაიმართება საიტის „ქართველი მეცნიერები“ (http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/158) პრეზენტაცია, რომელიც თსუ–ს ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ გააკეთა. მასში შესულია ქართველი მეცნიერების მოღვაწეობის ამსახველი მასალა, მათ შორის, ფოტოარქივებიც. ამჟამად, საიტზე დევს ინფორმაცია გიორგი ჩიტაიას, ილია ვეკუას, ექვთიმე თაყაიშვილის, ნიკო მუსხელიშვილისშესახებ.

თსუ–ს ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ილია ვეკუას ბიობიბლიოგრაფია პირველად 1987 წელს გამოსცა, რომელიც მოიცავს 1925–1986 წლების ლიტერატურას: სამეცნიერო შრომებს, მისი რედაქციით გამოცემულ შრომებს და ლიტერატურას მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
მასალა განლაგებულია ქრონოლოგიურად. ცალკეა გამოყოფილი საიუბილეო თარიღები, გარდაცვალება და დაკრძალვა. ბიობიბლიოგრაფიას წინ უძღვის ი. ვეკუას სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა. ერთვის ძირითადი შრომების და პირთა ანბანური საძიებლები. ბიობიბლიოგრაფიას ელექტრონული ვერსიის სახით 1987–2012 წლის მასალა დაემატა, რომელშიც ინფორმაცია, როგორც წიგნში იგივე პრინციპით არის განლაგებული.
მისამართი: ალექსიძის 1, კორ. 4