ერაზმუს მუნდუსი -გაცვლითი პროგრამა EUROEAST
ერაზმუს მუნდუსი -გაცვლითი პროგრამა EUROEAST -
ერაზმუს მუნდუსი (Erasmus Mundus) არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე. პროგრამის მეორე აქტივობა მოიცავს სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროექტი EUROEAST 2012 წელს დაფინანსდა ევროკომისიის მიერ. პროექტის კოორდინატორია ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (იტალია).
პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი ითვალისწინებს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პოსტდოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.
ვრცლად: [განცხადებები ; სასწავლო პროგრამები : საიტიდან edu-guide.ge]
- Irakli-ს ბლოგი
- Login to post comments